თბილისის ცირკულარული ლაბორატორია – შეფუთვების ხელახალი გამოყენების სისტემის პილოტირება

თბილისის ცირკულარული ლაბორატორია –  შეფუთვების ხელახალი გამოყენების სისტემის პილოტირება

ვიწვევთ ბიზნესებს ცირკულარულ ლაბორატორიაში მონაწილეობის მიღებად!

თბილისის ცირკულარული ლაბორატორია წარმოადგენს ცირკულარული ეკონომიკის განვითარების პროექტს, რომელსაც CENN GIZ-ის მხარდაჭერით ახორციელებს. აღნიშნული პროექტის  მიზანია ისეთი ბიზნესმოდელების განვითარება, რომლებიც დანერგავენ შეფუთვების უკან დაბრუნებისა და ხელახალი გამოყენების სისტემას, რაც გულისხმობს შემდეგ პროცესს: 

(1) შეფუთვების ლოგისტიკის აწყობას, რომელიც მოიაზრებს შეფუთვის მწარმოებელთან/ სერვის პროვაიდერთან / ბიზნესთან უკან დაბრუნებას, (2) შეფუთვის სანიტარული სტანდარტების შესაბამისად დამუშავებას / გაწმენდას, (3) და მის  ხელახალ გამოყენებას იგივე დანიშნულებისათვის.

თბილისის ცირკულარული ლაბორატორია მოიაზრებს 10 სხვადასხვა ბიზნესთან თანამშრომლობას, რომელიც დაინტერესებულნი არიან, შეცვალონ / განაახლონ ოპერაციული პროცესები და დანერგონ შეფუთვების უკან დაბრუნებისა და ხელახალი გამოყენების სისტემა.

პროგრამა სთავაზობს მონაწილეებს თემატურ ტრენინგებს და ბიზნესაქსელერაციის ფარგლებში მენტორობასა და ქოუჩინგს . პროგრამის ფარგლებში მინიმუმ ერთი  და მაქსიმუმ ორი პროექტი მიიღებს ფინანსურ მხარდაჭერას  შეფუთვების უკან დაბრუნებისა და ხელახალი გამოყენების სისტემის პილოტირებისათვის. აღნიშნული ინიციატივა განსაკუთრებულ უპირატესობას ანიჭებს ისეთ ბიზნესებს, რომელთა (თანა)მფლობელები არიან და/ან მაღალ პოზიციაზე დასაქმებული ჰყავთ ქალები.  

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წესებსა და პირობებს განაცხადის შევსებამდე: https://drive.google.com/file/d/1Ju2_bIOrHkSPszfCkh3A8yXZVtldmXjN/view?usp=sharing

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 30 მაისის ჩათვლით: https://forms.gle/ED4kC7sE3B69qAkm7