ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „მწვანე გურია“ ფარგლებში, გურიაში ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები იმართება
CENN, პარტნიორ ორგანიზაციებთან – ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ განვითარების ჯგუფთან ერთად, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის„ ფარგლებში, გურიაში ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავს.