CENN, New Democracy Fund (NDF) და ActionAid Denmark-ის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „მომავლის აშენება ხვალინდელი ევროპელი ლიდერებით“ ფარგლებში, აცხადებს საგრანტო კონკურსს გურიის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის.
კონკურსის მიზანია გურიის რეგიონში არსებული ადგილობრივი გამოწვევების გადაჭრა და ახალგაზრდული ჩართულობის გაზრდა ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: გარემოსდაცვითი საკითხები, სოციალური ინკლუზია და თემის გაძლიერება. ინიციატივის მიზანია მდგრადი გადაწყვეტილებების ხელშეწყობა და ახალგაზრდული შესაძლებლობების გაძლიერება.
საგრანტო კონკურსში განაცხადის შემოტანა შეუძლია გურიაში მცხოვრებ ახალგაზრდულ ჯგუფს, რომელიც შედგება სულ მცრიე 2 წევრისგან.
სპეციალურად შექმნილი კომისია, რომელიც შედგება პარტნიორებისა და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან, განიხილავს მიღებულ განაცხადებს, რის საფუძველზეც მოხდება საუკეთესო პროექტების შერჩევა გრანტის მისაღებად.
გამარჯვებული პროექტებს მიეცემათ გონივრული ვადა პროექტის განსახორციელებლად, რის შემდეგაც ჩატარდება მონიტორინგი და შეფასება.
პროექტების შეფასების კრიტერიუმებია:
- პროექტის მასშტაბი;
- ვადები;
- ბიუჯეტი;
- სოციალური გავლენა;
- მდგრადობა.
თითოეული პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 1,000 ევროს ექვივალენტს ლარში.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, შეავსოთ ფორმა.
საგრანტო კონკურსში წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა:
2025 წლის 15 ნოემბერი, 18:00 საათი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ ელექტრონული მისამართზე:
Levan.gagoshvili@cenn.org (სათაურის ველში მიუთითეთ - BAF საგრანტო კონკურსი)