ხეების დარგვა და მოვლა
სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ბუნებრივი კატასტროფები, მცირემიწიანობა და ფერდობების ათვისება ხშირად ნიადაგის ეროზიას იწვევს და საოჯახო მეურნეობებს აზიანებს.ხეების დარგვა და მწვანე საფრის გაშენება — როგორც ხეხილის, ისე ველური სახეობების — ეროზიასთან ბრძოლისა და ფერდობების მდგრადობის შენარჩუნების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზაა.
ბროშურა გვაცნობს პრაქტიკულ წესებსა და მეთოდებს სახეობების სწორად შერჩევისთვის — ტოპოგრაფიის, ნიადაგის, კლიმატისა და ფესვთა სისტემის თავისებურებების გათვალისწინებით — რაც ხელს უწყობს ნიადაგის დაცვას, დეკორატიულ გაფორმებასა და საოჯახო მეურნეობის შემოსავლების ზრდას.
ბროშურა მომზადდა პროექტის „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით.





