ევროკავშირის მხარდაჭერით, CENN აცხადებს კონკურსს, ახალგაზრდა პროფესიონალთა სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
ახალგაზრდა პროფესიონალთა პროგრამის მიზანია:
- ხელი შეუწყოს რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას;
- მათი გადამზადების გზით, დაეხმაროს ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში არსებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განვითარებას.
პროგრამის ფარგლებში შეირჩევა 10 ახალგაზრდა, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ, 1 თვის განმავლობაში იმუშაონ საქართველოში წამყვან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში, შემდგომ კი მიიღონ საგრანტო დაფინანსება და საკუთარი იდეები ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში განახორციელონ.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ 18-30 წლის ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებული არიან სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საკითხებით როგორც ადგილობრივ, ასევე, ცენტრალურ დონეზე
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ პროგრამის აღწერა: https://shorturl.at/anqv9
დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა, რომელიც ხელმისაწვდომია ბმულზე: https://forms.gle/TqW2Pjc7rzYnHw9ZA. განაცხადების მიღების ვადაა 1-ლი ოქტომბერი, 2023 წელი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აპლიკაციას თან უნდა ახლდეს მონაწილის რეზიუმე და სამოტივაციო წერილი. გისურვებთ წარმატებებს!
პროგრამა ორგანიზებულია ევროკავშირის მხრადაჭერით მიმდინარე „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისათვის“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC), ქვემო ქართლის მედიასთან და ორგანიზაცია „პირველ ევროპელთან“ პარტნიორობით.