ხანგრძლივობა: 2018-2022
გეოგრაფიული დაფარვა: წალკის მუნიციპალიტეტი, ქვემო ქართლი
განმახორციელებელი: CENN
პარტნიორები: GFA; IfLS
დონორი: ევროკავშირი
პროექტი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას სოფლად სიღარიბის დონის შემცირებასა და წალკის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებაში, არსებული ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებაში სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის გაზრდით, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვითა და კლიმატისადმი მედეგი სოფლის ეკონომიკისა და თემების მხარდაჭერით.
კერძოდ, პროექტი გააძლიერებს, მეწარმეებს, ქალებს, ახალგაზრდებსა და სხვა ადგილობრივ ჯგუფებს.
უფრო კონკრეტულად, ცოდნაზე, ინოვაციებსა და ახალ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომის უზრუნველყოფით, ღირებულების ჯაჭვის განვითარების დემონსტრირებით, საუკეთესო პრაქტიკის დანერგვით, საჯარო და კერძო პარტნიორობის (PPPs), ბიზნეს კავშირების დამყარებითა და ტერიტორიის განვითარების პოტენციალის გათვალისწინებით სამუშაო ადგილების შექმნის გზით, პროექტი აძლიერებს მცირე მესაკუთრეებს, საოჯახო მეურნეობებს, მეწარმეებს, ქალებს, ახალგაზრდებს და სხვა ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს. პროექტი ინტენსიურად მუშაობს ახალგაზრდებთან, მოწყვლად ჯგუფებთან და სოფლად ქალებთან, რომლებსაც აქვთ შეზღუდული წვდომა გადაწყვეტილების მიღების პროცესებზე, დასაქმებაზე, პიროვნული განვითარების შესაძლებლობებზე, მობილურობაზე და ეკონომიკურ უფლებებზე.
პროექტის მთავარი მიზანი წალკის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სოციალური ინტეგრაციის, ძირითადი სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესება იყო, მონაწილეობრივი დაგეგმვისა და სოფლის განვითარების სტრატეგიის განხორციელების გზით. პროექტს ოთხი ძირითადი შედეგი აქვს: (i) შექმნილია წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) თანაბარი გენდერული და ახალგაზრდული ჩართულობით; (ii) შემუშავებულია გენდერულად თანასწორი და ახალგაზრდებზე მორგებული წალკის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი მოწყვლადი ჯგუფების ინტერესებს; (iii) შექმნილია დასაქმებისა და საარსებო წყაროს შესაძლებლობები და გაუმჯობესებულია ცხოვრების ხარისხი; (iv) გაუმჯობესებულია დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაცია, ქალებისა და ახალგაზრდების საქმიანობის გაძლიერების გზით.
თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარება (CLLD)
პროექტის ფარგლებში შემუშავებულია გენდერულად თანასწორი და ახალგაზრდებზე მორგებული წალკის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია, რომელიც მოიცავს ადგილობრივი მოწყვლადი ჯგუფების სპეციფიკურ საჭიროებებს; წალკის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია დამტკიცებულია შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ, რაც ხელს უწყობს შემდგომ სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ ინტეგრაციას და განვითარებას. წალკის მუნიციპალიტეტის განვითარების საჭიროებები გაწერილია პრიორიტეტების მიხედვით ეროვნულ სამოქმედო გეგმებში და პროგრამებში. წალკის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია მონაწილეობრივი დაგეგმვის გზით ქმნის გარემოს მიზნობრივი სოფლის ინვესტიციებისთვის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისათვის მუნიციპალიტეტის დონეზე.
წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) შექმნილია თანაბარი გენდერული და ახალგაზრდული მონაწილეობით, წარმოადგენს მოწყვლად ჯგუფებს და ჩართულია სოფლის განვითარების პროცესში მონაწილეობრივი მიდგომისა და LEADER-ის პრინციპების გათვალისწინებით. ადგილობრივი ქალები, ახალგაზრდები და დაუცველი ჯგუფები აქტიურობენ და ჩართულნი არიან სოფლის განვითარების დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპებში. წალკის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი და ადგილობრივი თემები ჩართულნი არიან ადგილობრივ განვითარებაში, და თანამშრომლობენ სხვა ადგილობრივ განვითარების ჯგუფებთან ქვეყნისა და ევროპის მასშტაბით.
ბიზნესგარემოს შექმნა ინკლუზიური ეკონომიკისთვის
პროექტის მხარდაჭერით, წალკის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაში გამოკვეთილი პრიორიტეტული პროექტების დაფინანსებისა და ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერების მეშვეობით ჩნდება დასაქმებისა და საარსებო წყაროს შექმნის შესაძლებლობები და უმჯობესდება ცხოვრების ხარისხი, განსაკუთრებით ღარიბი და მარგინალიზებული მოსახლეობისთვის. ახალგაზრდების მიგრაცია მცირდება, სოციალური პირობები და ცხოვრების დონე უმჯობესდება შემოსავლის გაზრდის გზით. კერძოდ, სამი საგრანტო რაუნდის ფარგლებში დაფინანსდა სულ 53 პროექტი შემდეგ სფეროებიდან: სოფლის მეურნეობის პროექტები (ჯამში – 12); ტურისტული პროექტები (ჯამში – 17); არასასოფლო-სამეურნეო კომერციული პროექტები (სულ – 17); საგანმანათლებლო პროექტები (სულ – 5); და სოციალური პროექტები (სულ – 2). შეიქმნა 150-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი.