გაიცანით სასტუმრო შერატონი, მარიოტის ქსელის წევრი და საქართველოს ჰორეკა სექტორში მდგრადობის ერთ-ერთი ჩემპიონი. სასტუმრო შერატონი უერთდება კონკურსს „Beat Plastic Pollution” და მიზნად ისახავს, აამაღლოს და შეცვალოს თანამშრომელთა ცნობიერება პლასტმასას მოხმარების საფრთხეების და მისი შემცირების შესაძლებლობების შესახებ.
„სასტუმრო შერატონი ყოველწლიურად დგამს ქმედით ნაბიჯებს პლასტმასას მოხმარების შესამცირებლად. ჩვენ მიერ განხორციელებული აქტივობები მრავალრიცხოვანია და საბოლოო ჯამში, პატარ-პატარა ნაბიჯებს დიდ შედეგამდე მივყავართ. ვცდილობთ, რომ ავამაღლოთ თანამშრომელთა ცნობიერება პლასტმასით დაბინძურების შესახებ და მუდმივად ვმუშაობთ CENN-თან პლასტმასას ნარჩენების შემცირების მიზნით.“ – ივა ტრიფონოვი, გენერალური მენეჯერი
კონკურსი „შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება“ ორგანიზებულია გერმანიის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ერთჯერადად გამოყენებადი პლასტმასის შემცირება“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, GIZ, Prevent Waste Alliance-ისა და Rare-ის მხარდაჭერითა და პროკრედიტ ბანკთან პარტნიორობით. პროექტის მედია პარტნიორია BMG. კონკურსი 11 კომპანიასა და ორგნიზაციას აერთიანებს ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის შემცირების მიზნით.
გადადი ბმულზე და გაიგე მეტი.