გაიცანით კომპანია „Silk Hospitality”, კონკურსის Beat Plastic Pollution მონაწილე. კომპანია უკვე მრავალი წელია საქართველოში ოპერირებს და აერთიანებს ისეთ სასტუმროებსა და სარეკრეაციო სივრცეებს, როგორებიცაა Radisson Blue Iveria Hotel, Tsinandali Estate Hotel, Republic Rooftop Restaurant და სხვა. კომპანია მუდმივად ნერგავს მდგრად პრაქტიკებს გარემოზე უარყოფითი გავლენის შესამცირებლად. სწორედ ამიტომ “Silk Hospitality” უერთდება კონკურსს „Beat Plastic Pollution” და მიზნად ისახავს ჩაანაცვლოს ერთჯერადად მოხმარებადი პლასტმასის დიდი ნაწილი და დანერგოს მისი დახარისხების სისტემა
„Silk Hospitality” უერთდება კონკურსს „შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება“, რადგან გვესმის გარემოს მდგრადობის კრიტიკული მნიშვნელობა, განსაკუთრებით პლასტმასით დაბინძურებასთან მიმართებაში.
ჩვენი მომხმარებლები გარემოსადმი მეგობრულობით გამოირჩევიან, შესაბამისად მხარს უჭერენ და უპირატესობას ანიჭებენ ისეთ ბიზნესებს, რომლებიც მათ ღირებულებებს შეესაბამება.
გარემოზე უარყოფითი გავლების შემცირებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებას, რაც თავის მხრივ სტუმრებს ჩვენს სასტუმროში იზიდავს, ასევე უზრუნველვყოფთ ჩვენი ბიზნესის გრძელვადიან წარმატებას.
ისეთ კონკურსებში მონაწილეობა, როგორიცაა „შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება” ასახავს კომპანიის მიერ მდგრადი გარემოს შექმნისთვის გაღებულ ძალისხმევას. ის გაძლევთ შესაძლებლობას, გლობალურ დონეზე შეიტანოთ წვლილი გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრაში და, შეიმუშაოთ ინოვაციური გადაწყვეტები პლასტმასით დაბინძურების შესაჩერებლად. მსგავსი კონკურსები, ასევე, არის თანამშრომელთა მოტივაციის, ადგილობრივ თემებთან ურთიერთობისა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მქონე ბრენდის შენების გზა.“ – იორდი ქუითი, აღმასრულებელი დირექტორი
კონკურსი „შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება“ ორგანიზებულია გერმანიის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ერთჯერადად გამოყენებადი პლასტმასის შემცირება“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, GIZ, Prevent Waste Alliance-ისა და Rare-ის მხარდაჭერითა და პროკრედიტ ბანკთან პარტნიორობით. პროექტის მედია პარტნიორია BMG. კონკურსი 11 კომპანიასა და ორგნიზაციას აერთიანებს ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის შემცირების მიზნით.
გადადი ბმულზე და გაიგე მეტი.