CENN, გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერითა და პროკრედიტ ბანკთან და BMG-სთან პარტნიორობით, აცხადებს კონკურსს პლასტმასით გარემოს დაბინძურების შესაჩერებლად!
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ როგორც საჯარო, ასევე კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელ ორგანიზაციებსა და კომპანიებს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კომპანიებმა და ორგანიზაციებმა უნდა შეისწავლონ რა ტიპის ერთჯერადი პლასტმასის ნივთებს იყენებენ და უნდა დათქვან რომელ ნივთებს, დაახლოებით რა რაოდენობით შეამცირებენ. კონკურსის მსვლელობისას, მონაწილეები მიიღებენ კონსულტაციას, იმისათვის რომ მიზანმიმართულად და უკეთ დაგეგმონ ღონისძიებები, შესაბამისად კონსულტაციების მიღების შემდგომ მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ დახვეწონ თავიანთი დათქმები და გეგმები.
მონაწილეები კონსულტაციას სხვადასხვა ეტაპზე მიღეებენ – დამატებით ინფორმაცია იხილეთ სააპლიკაციო ფორმაში. მონაიწლების მისაღებად გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და ქცევისა და მისი მაპროვოცირებელი მექანიზმების რუკა (რუკა დაგეხმარებათ სწორად განსაზღვროთ მიზნობრივი ღონისძიებები და სამიზნე აუდიტორია)
ვინაიდან CENN-ის მიზანია მოახდინოს მწვანე პრაქტიკების დანერგვის პოპულარიზაცია, მონაწილეებს სთავაზობს აქტიურ გაშუქებას სენის სოციალურ ქსელებსა და მედია პარტნიორების საშუალებით.
ამასთანავე, მონაწილეები გაეცნობიან სენის პარტნიორი ორგანიზაციების გამოცდილებებს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით.
შეგიძლიათ იხილოთ შეფასების კრიტერიუმები.
კონკურსის შედეგად, გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით.
რეგისტრაცია შესაძლებელია 2023 წლის 29 მარტის ჩათვლით
შეამოწმეთ რომ ყველაფერი სწორად შეავსეთ:
- სააპლიკაციო ფორმა სრულად არის შევსებული
- ატვირთულია ქცევისა და მისი მაპროვოცირებული მექანიზმების რუკა
????კონკურსი ორგანიზებულია გერმანიის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის: “ერთჯერადად გამოყენებადი პლასტმასის შემცირება” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, GIZ, Prevent Waste Alliance-ისა და Rare-ის მხარდაჭერით, პროკრედიტ ბანკთან და პარტნიორობით. პროექტის მედია პარტნიორია BMG.