ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მწვანე ზრდისთვის” ფარგლებში, ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის LAG-ების წევრები ადგილობრივი განვითარებისთვის აქტიურ მუშაობას აგრძელებენ.
გურიის LAG-ის წევრებმა ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავების მეოთხე სამუშაო შეხვედრა გამართეს. ამჯერად, სამუშაო შეხვედრაზე LAG-ების წევრების მიერ პრიორიტეტულ თემად გურიის რეგიონში განათლების მიმართულებით განვითარება განისაზღვრა. LAG-ების წარმომადგენლება გურიის რეგიონში განათლების ხარისხის განვითარების გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელეს. შეხვედრის ფარგლებში შემუშავდა SWOT ანალიზიც.
პროექტი “მწვანე გურია ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის” ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD IV ფარგლებში. პროექტს ახორციელებს CENN, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ განვითარების ჯგუფთან (LAG) თანამშრომლობით.