ავსტრია, 14-19 სექტემბერი, 2024 ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “მწვანე გურია ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის” ფარგლებში, CENN-ისა და Institute of Spatial Planning-ის ორგანიზებით, ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის (LAG) წევრები ხუთდღიანი სასწავლო ვიზიტით ავსტრიაში იმყოფებოდნენ.
სასწავლო ვიზიტის მთავარი მიზანს ახლადჩმოყალიბებული LAG-ებისთვის ევროპული LEADER მიდგომის, ავსტრიული პრაქტიკის, ავსტრიაში არსებული ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების სტრუქტურის, მათ მიერ განხორციელებული პროექტებისა და მხარდაჭერილი ადგილობრივი ბიზნესების გაცნობა, კავშირების დამყარება და ინფორმაციის გაცვლა წარმოადგენდა.
“ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების ჩამოყალიბების შემდეგ, ევროკავშირი ასევე აქტიურად უჭერს მხარს მათ განვითარებას. სასწავლო ვიზიტი გურიის LAG-ების გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ავსტრია კარგი მაგალითია იმისა,თუ როგორ შეიძლება ევროპული LEADER მიდგომით სოფლის მდგრადი განვითარება. პრაქტიკის გაზიარებით, სასწავლო ტურის ქართველი მონაწილეები იღებენ მნიშვნელოვან ცოდნას და ინსტრუმენტებს ინკლუზიური ზრდისა და ძლიერი ადგილობრივი ეკონომიკის გასაძლიერებლად. ევროკავშირი ამაყობს, რომ მხარს უჭერს აღნიშნულ ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს გრძელვადიანი პარტნიორობის შექმნას და კიდევ უფრო გააძლიერებს ადგილობრივ დემოკრატიას და სოფლის განვითარებას საქართველოში.“- განაცხადა ქეთევან ხუციშვილმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის საგანგებო სიტუაციების მართვის, სამოქალაქო დაცვის, სოფლის განვითარების და ინტელექტუალური საკუთრების პროგრამის მენეჯერმა
ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეებმა მოინახულეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ქვემო ავსტრიის რეგიონი, Bucklige Welt, რომელიც 2000 წლიდან LEADER მიდგომით ვითარდება. ასევე, მონაწილეები შეხვდნენ ავსტრიის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფისა და ადგილობრივი ბიზნესების წარმომადგენლებს, გაეცნენ მათ მიერ განხორციელებულ პროექტებს, გაიგეს მეტი მათი გამოცდიელბის შესახებ და მოინახულეს ტურისტული ზონები.
„შთამაგონებელი იყო იმის ნახვა, თუ როგორ შეიძლება LEADER-ის მიდგომის გამოყენება ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული სხვადასხვა პროექტების შესამუშავებლად. დარწმუნებული ვარ. რომ სათანადო განვითარებითა და რესურსების მენეჯმენტით ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ მსგავს მდგრად სოფლის განვითარებას გურიის რეგიონშიც“. – განაცხადა სასწავლო ვიზიტის მონაწილემ, ჩოხატაურის LAG-ის წევრმა, ნათია ხუცურაულმა.
სასწავლო ვიზიტით ავსტრიაში ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის LAG-ებისა და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია, CENN-ის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ევროკავშირის შესახებ
30 წელზე მეტია ევროკავშირს საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს. ქვეყნის განვითარებას ევროკავშირი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით და ექსპერტული, ინოვაციებისა და ფინანსური მხარდაჭერის გზით ახორციელებს. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის
უფლებებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საერთო ღირებულებებს ეფუძნება. საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://eu4georgia.eu/ka/evrokavshirisakartveloshi/
პროექტის შესახებ
პროქტი „მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის“ საქართველოს რეგიონის, გურიის სამ მუნიციპალიტეტში – ოზურგეთში, ჩოტახაურსა და ლანჩხუთში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, 2023 წელს ჩამოყალიბდა ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფები. პროექტს ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფთან (LAG) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია, სიღარიბის შემცირება და მოწყვლადი თემებისთვის ეკონომიკური და სოციალური გარემოსა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება სამოქალაქო ჩართულობის, სოფლის ინკლუზიური განვითარებისა და მწვანე ზრდის მხარდაჭერის გზით.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ: https://shorturl.at/Gg51B