ჩეხეთის რესპუბლიკა, 29 სექტემბერი-4 ოქტომბერი, 2024 ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისათვის“ ფარგლებში ჩეხეთის რესპუბლიკაში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების სასწავლო ვიზიტი “სოციალური სერვისების განვითარება და მიწოდება” შედგა.
ტურში მონაწილეობას იღებდნენ სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები და ახალგაზრდა აქტივისტები. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ ახლოს და დეტალურად გასცნობოდნენ ჩეხეთის რესპუბლიკაში არსებულ სოციალურ სერვისებსა და ინსტრუმენტებს, რომლებსაც ჩეხეთის სამოქალაქო სექტორის წარმომდგენლები იყენებენ სერვისებზე წვდომისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. ტურის ფარგლებში მონაწილეები 10-მდე ორგანიზაციას ეწვივნენ, რომლებიც სოციალურ სერვისებს აწვდიან მხედველობისა და სმენის დაქვეითების მქონე პირებს, ომის ვეტერანებს, ახალგაზრდებსა და სხვა ტიპის ბენეფიციარებს.
„ჩეხეთში არსებული სოციალური სერვისები უფრო მეტად მიმართულია პრევენციულ საქმიანობებსა და პრობლემის დასაწყისშივე აღმოფხვრაზე. სერვისები მაქსიმალურად ხელს უწყობს ბენეფიციარების დამოუკიდებლობას, შეძლებისდაგვარად მათ საზოგადოებაში ინტეგრაციასა და საკუთარი როლისა და ადგილის პოვნას. სერვისები ნაკლებადაა მიმართული ერთჯერადი ფინანსური მხარდაჭერის აღმოჩენაზე. სერვისის მიწოდების დაგეგმვაში კი მაქსიმალურად ერთვება ბენეფიციარი, რომელიც თავის წილ პასუხისმგებლობას იღებს“, – აღნიშნავს ნინო თევზაძე, პროექტის მენეჯერი.
ცნობიერების ამაღლების გარდა, ვიზიტის მიზანი ჩეხური და ქართული არასამთავრობო სექოტრის წარმომადგენლების დამეგობრება, ინიციატივების შემუშავება და განხორციელებაა. ამ დროისთვის მონაწილეები რამდენიმე იდეას ამუშავებენ, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოში საუკეთესო პრაქტიკების დანერგვას.
ევროკავშირის შესახებ
30 წელზე მეტია, რაც ევროკავშირი აყალიბებს მჭიდრო პარტნიორობას საქართველოსთან, მხარს უჭერს მის განვითარებას ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, ექსპერტიზით, ინოვაციებისა და ფინანსური მხარდაჭერის გზით. ევროკავშირსა და საქართველოს
მოქალაქეებს შორის ურთიერთობა ეფუძნება მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საერთო ღირებულებებს.
ევროკავშირი აფინანსებს არაერთ პროექტს, რომლებიც მიზნად ისახავს მოქალაქეთამონაწილეობის გაძლიერებას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერასა და სხვადასხვა ჯგუფების, კერძოდ, ქალების, ახალგაზრდებისა და ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის ხელშეწყობას. ეს ძალისხმევა უმნიშვნელოვანესია უფრო მეტად ინკლუზიური და სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის საქართველოში, რაც ხაზს უსვამს ევროკავშირის ერთგულებას დემოკრატიული და სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისადმი.
პროექტის შესახებ
პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და პოსტ-კოვიდ აღდგენისათვის“ 4-წლიანი ინტერვენციაა, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მიმდინარეობს 2022 წლის იანვრიდან. პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია CENN-ის მიერ კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC) და ქვემო ქართლის მედიასთან (KKM) ერთად.