ოზურგეთი, 7 თებერვალი, 2025 – ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის “მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის” ფარგლებში, CENN-მა და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა, გურიის სკოლების იდეების კონკურსის „იდეათონი“ -ს ფინალურ შეხვედრას უმასპინძლეს
ოზურგეთის ტექნოპარკში. ღონისძიებას დაესწრნენ სკოლებისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
იდეათონის ფინალური შეხვედრა ევროკავშირის, გერმანული ფონდის Fur Die Welt- ისა და Global Platform Georgia-ს მხარდაჭერით გაიმართა.
იდეათონის მიზანს, გურიაში მცხოვრები ახალგაზრდების სოციალურ და ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა წარმოადგენდა.
„დღევანდელი იდეათონი ცხადყოფს, რომ ევროკავშირი საქართველოს ახალგაზრდების მხარდაჭერას მუდმივად აგრძელებს. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ახალგაზრდებს აქვთ უდიდესი პოტენციალი, გახდნენ პოზიტიური ცვლილებებისა და მდგრადი განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა. ევროკავშირი მზადაა, ხელი შეუწყოს მათ განვითარებას.“ –განაცხადა ქეთევან ხუციშვილმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის საგანგებო სიტუაციების მართვის, სამოქალაქო დაცვის, სოფლის განვითარების და ინტელექტუალური საკუთრების პროგრამის მენეჯერმა.
იდეათონში რეგისტრაცია მსურველთათვის 2024 წლის ოქტომბერის თვეში გამოცხადდა. კონკურში ჩართულობის შესაძლებლობა ყველა დარეგისტრირებულ სკოლას მიეცა. იდეათონში მონაწილეობა მიიღეს ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 8-12 კლასის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. ფინალური შეხვედრამდე, კონკურსში მონაწილე გურიის 22 სკოლის 24-მა გუნდმა, ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფებისა (LAG) და კერძო სექტორის წარმომადგენლების მენტორობით, საკონკურსო იდეების შემუშავებაზე, ერთობლივად იმუშავეს.
„ ეს არ არის მხოლოდ კონკურსი – ეს არის შესაძლებლობა, ახალგაზრდებმა წარმოადგინონ იდეები, რომლებიც რეალურ ცვლილებებს მოუტანს მათ საზოგადოებას. სწორედ ასეთი ინიციატივები აყალიბებს ახალ ლიდერებს და გზას უხსნის პროგრესს. ასეთი ინიციატივები ქმნის მდგრად და განვითარებაზე ორიენტირებულ საზოგადოებას, რომელიც ახალგაზრდებს რეალურ შესაძლებლობებს სთავაზობს. ჩვენ გვჯერა, რომ ეს გამარჯვება არ იქნება მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა, არამედ პირველი დიდი ნაბიჯი ინოვაციებისა და ცვლილებებისკენ.“ – ნინო გაფრინდაშვილი, CENN-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე და პროექტის „მწვანე გურია“ მენეჯერი.
იდეათონში რეგისტრაცია მსურველთათვის 2024 წლის ოქტომბერის თვეში გამოცხადდა. კონკურში ჩართულობის შესაძლებლობა ყველა დარეგისტრირებულ სკოლას მიეცა. იდეათონში მონაწილეობა მიიღეს ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 8-12 კლასის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. ფინალური შეხვედრამდე, კონკურსში მონაწილე გურიის 22 სკოლის 24-მა გუნდმა, ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფებისა (LAG) და კერძო სექტორის წარმომადგენლების მენტორობით, საკონკურსო იდეების შემუშავებაზე, ერთობლივად იმუშავეს.
ფინალურ შეხვედრაზე ჟიურიმ, რომელიც CENN-ის, Global Platform Georgia-სა და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის წარმომადგენლებისგან შედგებოდა. კონკურსანტებს შორის, ცხრა გამარჯვებული სკოლა და საუკეთესო პროექტები გამოავლინა:
ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან:
- ბაილეთის საჯარო სკოლა
- ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის გუნდი „რესტარტი“
- ნარუჯის საჯარო სკოლა
- მერიის საჯარო სკოლა
- ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის გუნდი „Stand Plan Guria“
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიდან:
- გუთურის საჯარო სკოლა
- ნიკო მარის N1 საჯარო სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან:
- ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლა
- ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლა
გამარჯვებული სკოლების პროექტები მოიცავს თემში არსებულ საჭიროებებს და ფოკუსირდება მდგრადობის, გარემოს დაცვისა და განათლების სფეროებზე. გამარჯვებულ პროექტებს შორისაა ჭილოფით ქსოვის გაცოცხლება, ენერგოეფექტიანი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ეკომეგობრული უნარ-ჩვევების გაძლიერება და პოპულარიზაცია, აეროპონიკის ტექნოლოგიით გამწვანებული სივრცეების შექმნა, ნარჩენების გადამუშავება, ტურიზმის განვითარება, ეკო-მეგობრული საგანმანათლებლო ნაკრებების შექმნა, STEM ლაბორატორიების მოწყობა და კომპოსტირების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
თითოეულ გამარჯვებულ სკოლას, პროექტების განხორციელების მიზნით, ევროკავშირისა და Global Platform Georgias-სგან, ჯილდოს სახით 1,000 ევროს ოდენობით გრანტი გადაეცა. ამასთანავე, ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსმა დამატებითი პრიზები გადასცა 2 რჩეულ სკოლას და 500 ლარიანი ტექნიკის ვაუჩერებით დააჯილდოვა გურიანთის და ნაგომარის სკოლები.
„ახალგაზრდული ინიციატივების კონკურსი “იდეათონი” არის ძლიერი პლატფორმა, რომელიც აძლევს ახალგაზრდებს შესაძლებლობას განავითარონ და წარმოადგინონ საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების საინტერესო გადაწყვეტილებები. ის ავითარებს ლიდერობის, პრობლემების გადაჭრის და სამეწარმეო უნარ-ჩვევებს. ხელს უწყობს სექტორთაშორის თანამშრომლობას და სამოქალაქო ჩართულობას რეალურ ცხოვრებაში ისეთი საკითხების განხილვით, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, სოციალური ინკლუზია, თემის განვითარება და ციფრული ინოვაცია. ასევე, უზრუნველყოფს ქსელის შექმნას მენტორების, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების გაერთიანებით, რაც ეხმარება იდეების მდგრად პროექტებად გადაქცევას. საბოლოო ჯამში, ასეთი კონკურსები შთააგონებს ახალგაზრდების გრძელვადიან ჩართულობას, ხელს უწყობს პროაქტიულ ცვლილებების შემქმნელ ახალგაზრდებს, რომლებიც ქმნიან სოციალურ პროგრესს.“- ნონა სადრაძე, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ახალგაზრდული კომპონენტის მენეჯერი.
გამარჯვებულმა სკოლებმა პროექტები სამი კვირის ვადაში უნდა განახორციელონ. აღნიშნული ინიციატივები ხელს შეუწყობს გურიის რეგიონში გარემოს დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, მდგრადობის პრაქტიკის დანერვას და ახალგაზრდების ჩართულობას, თავიანთი წვლილი შეიტანონ ადგილობრივი ტურიზმის განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდაში.
“მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა მხარი დავუჭიროთ გურიაში მცხოვრებ ახალგაზრდებს და ხელი შევუწყოთ მათი იდეების განხორციელებას. Global Platforms Georgia-ის პროექტი, რომელიც CENN-ისა და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ხელშეწყობით წინა წელს დაარსდა გურიაში, კერძოდ ოზურგეთში, მიზნად ისახავს ახალგაზრდების დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერას, მათი შესაძლებლობების გაძლიერებას, ახალგაზრდული ინიციატივების ხელშეწყობას და არაფორმალური განათლების მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლებას. ჩვენს პარტნიორთან, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან ერთად, წელსაც ვგეგმავთ გურიაში მრავალი მნიშვნელოვანი ინიციატივის განხორციელებას, რომელიც ახალგაზრდების გაძლიერებისკენ იქნება მიმართული.” – ლევან გაგოშვილი, Global Platforms Georgia-ს წარმომადგენელი.
პროექტის შესახებ
პროქტი „მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის“ საქართველოს რეგიონის, გურიის სამ მუნიციპალიტეტში – ოზურგეთში, ჩოტახაურსა და ლანჩხუთში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, 2023 წელს ჩამოყალიბდა ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფები. პროექტს ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფთან (LAG) თანამშრომლობით.პროექტის მიზანია, სიღარიბის შემცირება და მოწყვლადი თემებისთვის ეკონომიკური და სოციალური გარემოსა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება სამოქალაქო ჩართულობის, სოფლის ინკლუზიური განვითარებისა და მწვანე ზრდის მხარდაჭერის გზით.
ეს მასალა შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია CENN და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.