5-10 ნოემბერს, ევროკავშირის დაფინანსებული მიმდინარე პროექტის “საქართველოს კლიმატის პროგრამა GEO CAP)” ფარგლებში, CENN-ის ორგანიზებითა და ევროპის EBB-ის მასპინძლობით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კლიმატის სამოქმედო ჯგუფებისათვის 5-დღიანი სასწავლო ტური გაიმართა ქალაქ ბრიუსელში, ბელგიაში. სასწავლო ტურში მონაწილეობა მიიღო 14-მა წარმომადგენელმა პროექტის ოთხი სამიზნე რეგიონიდან: გურია, იმერეთი, კახეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.
ტურის მიზანს საქართველოს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ევროპული პოლიტიკის შემუშავების პრაქტიკის გაცნობა წარმოადგენდა. EEB-მ, რომელიც 40-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედ დაახლოებით 180 სამოქალაქო გარემოსდაცვითი ორგანიზაციისგან შემდგარ ქსელს წარმოადგენს, ტურის მონაწილეებს შესთავაზა მრავალფეროვანი პროგრამა, რომელიც მოიცავდა თემატურ პრეზენტაციებს, ერთობლივი მუშაობის შესაძლებლობებსა და პრაქტიკულ სამუშაოს პოლიტიკის შემქმნელებსა და ექსპერტებთან გარემოსდაცვითი მდგრადობის სფეროში.
ვიზიტის მოიცავდა პრეზენტაციებს EEB-ს სტრუქტურისა და პოლიტიკური ლანდშაფტის შესახებ, ასევე ისეთი კონკრეტულ სფეროების განხილვას, როგორებიცაა, სოფლის მეურნეობა, კლიმატი, განახლებადი ენერგიის წყაროები და გარემოსდაცვითი სამართალი. მონაწილეებს სესიები ჩაუტარდათ კოალიციების შექმნისა და საკანონმდებლო სიახლეების შესახებ. სხვადასხვა ექსპერტმა თუ ორგანიზაციამ ტურის მონაწილეებს ეკონომიკის გარდაქმნაზე, მოქალაქეების ჩართულობაზე და კომუნიკაციის სტრატეგიებზე ესაუბრა. ვიზიტის ბოლოს კი შედგა შეხვედრა აღმოსავლეთ პარტნიორობის პასუხისმგებელ ადმინისტრატორთან, კატარინა გჟეშიკ ალბრეხტოვასთან, რომელიც ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმებისა და ასოციაციების საკითხებზე მუშაობს. ეს სესია ეთმობოდა ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმების განხილვას და იმ შესაძლებლობებსა და გეგმებს საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს ევროკავშირის გაფართოების გეგმას საქართველოსთვის.
საბოლოო ჯამში, სასწავლო ტური მონაწილეებისთვის იყო ევროკავშირის პოლიტიკური ლანდშაფტის გაცნობის შესანიშნავი შესაძლებლობა, რამაც მდგრადობის საკითხებზე ცოდნის გაღრმავებას შეუწყო ხელი. გარემოსდაცვით სექტორში პოლიტიკის შემქმნელებთან დისკუსიისა და პრაქტიკული მუშაობის გარდა, ღონისძიებამ ასევე ხელი შეუწყო საკომუნიკაციო ქსელებისა და ახალი კონტაქტების დამყარებას, როგორც საერთაშორისო, ისე რეგიონულ დონეზე. მონაწილეებს მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა, დაემყარებინათ კავშირები გარემოს დამცველ საზოგადოებასთან, რაც ხელს შეუწყობს იდეების გაცვლას და ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას მომავალში.
პროექტის შესახებ:
ღონისძიება გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის: “საქართველოს კლიმატის პროგრამა” ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებით, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების ხელშეწყობის მიზნით, წყლისა და ჯანსაღი გარემოს უფლებებზე აქცენტით. პროექტს ახორციელებს CENN, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან (KRDF), ჭიათურელთა კავშირთან (ACU), რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციასთან (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) თანამშრომლობით. პროექტს 4 სამიზნე რეგიონი აქვს: გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდით:
ანა პეტრიაშვილი, კომუნიკაციების სპეციალისტი, CENN
ტელ: 599 522 127, E-mail: ana.petriashvili@cenn.org