CENN ევროკავშირის მხარდაჭერითა და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან პარტნიორობით, ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტების “საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO CAP)” და „მწვანე გურია“ ფარგლებში, აცხადებს ჟურნალისტების მიღებას მედიატურში მონაწილეობის მისაღებად.
მედიატური 2023 წლის 5-7 ივლისს, გურიის რეგიონში იმართება და მისი მიზანი მედიის სფეროში კლიმატის ცვლილებისა და სოფლის მდგრადი განვითარების საკითებზე ცნობიერების ამაღლებაა.
3-დღიანი საინფორმაციო ტურის განმავლობაში, ჟურნალისტები გაეცნობიან ისეთ თემებს, როგორებიც არის: კლიმატის ცვლილება, მისი მიტიგაცია და ადაპტაცია, სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობა კლიმატის ცვლილების შერბილებაში, ქარსაფარი ზოლები და მათი მნიშვნელობა კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში. გარდა ამისა, მედიის წარმომადგენლები გაიგებენ მეტს გურიის რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალსა და ევროკავშირის მიერ დანერგილ – სოფლის განვითარების LEADER მიდგომაზე და ადგილობრივი სამოქალაქო განვითარების ჯგუფების მნიშვნელობაზე.
მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია 2023 წლის 23 ივნისის ჩათვლით შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/Ppo53xDFpochhQnr5
მედიატურის ფარგლებში ჩატარდება კონკურსი. მონაწილეებმა 20 ივლისის ჩათვლით უნდა წარადგინონ შექმნილი მედიაპროდუქტები კლიმატის ცვლილებისა და სოფლის განვითარების თემებზე. საუკეთესო ნამუშევრების ავტორი ჟურნალისტები ორ კატეგორიაში გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან შემდეგი პრიზებით:
I ადგილი – სტატია: 600₾ ტექნიკის მაღაზიის ვაუჩერი
I ადგილი – სატელევიზიო რეპორტაჟი: 600₾ ტექნიკის მაღაზიის ვაუჩერი
მედიატურში მონაწილეობის ხარჯები დაფარული იქნება პროექტების მხრიდან.
მედიატური იმართება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული შემდეგი პროექტების ფარგლებში:
- “საქართველოს კლიმატის პროგრამა”, რომლის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდა კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში. პროექტს ახორციელებს CENN, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან (KRDF), ჭიათურელთა კავშირთან (ACU), რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციასთან (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) თანამშრომლობით ოთხ სამიზნე რეგიონში: გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.
- “მწვანე გურია ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის”, რომელიც მხარს უჭერს და ეხმარება საქართველოს მთავრობას გურიის რეგიონში სიღარიბის შემცირებაში, მოწყვლადი თემებისთვის ეკონომიკური და სოციალური გარემოსა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში სამოქალაქო ჩართულობის, სოფლის ინკლუზიური განვითარებისა და მწვანე ზრდის მხარდაჭერის გზით. პროექტს ახორციელებს CENN, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ განვითარების ჯგუფთან (LAG) თანამშრომლობით.
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდით:
ანა პეტრიაშვილი, კომუნიკაციების სპეციალისტი, CENN
ტელ: 599 522 127, E-mail: ana.petriashvili@cenn.org