5-7 ივლისი, 2023, გურია – CENN-მა ევროკავშირის მხარდაჭერითა და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან პარტნიორობით, ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტების “საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO CAP)” და „მწვანე გურია“ ფარგლებში, გურიში 3-დღიან მედიატურს უმასპინძლა თემით „აღმოაჩინე გურია – კლიმატის ცვლილება და სოფლის განვითარება ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში.“
მედიატურის მიზანი მედიის სფეროში კლიმატის ცვლილებისა და სოფლის მდგრადი განვითარების საკითებზე ცნობიერების ამაღლება იყო. ტურს ჯამში 12 მონაწილე ესწრებოდა საქართველოს ოთხი რეგიონიდან. ჟურნალისტებს შორის იყვნენ ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, გურიისა და თბილისის მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები.
3-დღიანი საინფორმაციო ტურის განმავლობაში, ჟურნალისტები გაეცნობიან ისეთ თემებს, როგორებიც არის: კლიმატის ცვლილება, მისი მიტიგაცია და ადაპტაცია, სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობა კლიმატის ცვლილების შერბილებაში, ქარსაფარი ზოლები და მათი მნიშვნელობა კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში. გარდა ამისა, მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ საინფორმაციო სესიებს გურიის რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალსა და ევროკავშირის მიერ დანერგილ – სოფლის განვითარების LEADER მიდგომაზე, გაიგეს მეტი ადგილობრივი სამოქალაქო განვითარების ჯგუფების მნიშვნელობასა და მათი ჩართულობის სამომავლო შესაძლებლობებზე გურიის რეგიონში.
პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების მიზნით, ჟურნალისტებმა ადილობრივი მეწარმეები მოინახულეს, გაეცნენ ჩაისა და ჩირების წარმოების სპეციფიკას, აგრო და ეკოტურისტულ ობიექტებსა და ტურიზმის განვითარების სხვადასხვა შესაძლებლობას რეგიონში.
მედიატურის ფარგლებში ჩატარდება კონკურსი. მონაწილეებმა 20 ივლისის ჩათვლით უნდა წარადგინონ შექმნილი მედიაპროდუქტები კლიმატის ცვლილებისა და სოფლის განვითარების თემებზე. საუკეთესო ნამუშევრების ავტორი ჟურნალისტები სამ კატეგორიაში გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან შემდეგი პრიზებით:
I ადგილი – სტატია: 600₾ ტექნიკის მაღაზიის ვაუჩერი
I ადგილი – რადიო რეპორტაჟი: 600₾ ტექნიკის მაღაზიის ვაუჩერი
I ადგილი – სატელევიზიო რეპორტაჟი: 600₾ ტექნიკის მაღაზიის ვაუჩერი
გამარჯვებული ჟურნალისტების ვინაობა CENN-ისა და პროექტების პარტნიორი ორგანიზაციების ციფრული საკომუნიკაციო არხების მეშვეობით ივლისის ბოლომდე გამოცხადდება.
მედიატური გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული შემდეგი პროექტების ფარგლებში:
- “საქართველოს კლიმატის პროგრამა”, რომლის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდა კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში. პროექტს ახორციელებს CENN, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან (KRDF), ჭიათურელთა კავშირთან (ACU), რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციასთან (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) თანამშრომლობით ოთხ სამიზნე რეგიონში: გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.
- “მწვანე გურია ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის”, რომელიც მხარს უჭერს და ეხმარება საქართველოს მთავრობას გურიის რეგიონში სიღარიბის შემცირებაში, მოწყვლადი თემებისთვის ეკონომიკური და სოციალური გარემოსა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში სამოქალაქო ჩართულობის, სოფლის ინკლუზიური განვითარებისა და მწვანე ზრდის მხარდაჭერის გზით. პროექტს ახორციელებს CENN, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ განვითარების ჯგუფთან (LAG) თანამშრომლობით.
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდით:
ანა პეტრიაშვილი, კომუნიკაციების სპეციალისტი, CENN
ტელ: 599 522 127, E-mail: ana.petriashvili@cenn.org