ხანგრძლივობა: 2023 – 2024
გეოგრაფიული დაფარვა: თბილისი, საქართველო
განმახორციელებელი: CENN
დონორი: ევროკავშირი და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) ომპანია GOPA Intec-თან თანამშრომლობით
აღნიშნული კამპანია და საქართველოს მდგრადი ენერგეტიკის დღე ერთ-ერთია იმ ღონისძიებათა შორის, რომელიც “საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის” ფარგლებში შენობებში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით იმართება.
“საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამა” 2021 წლიდან ხორციელდება. პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის დახმარებას ენერგეტიკულ სექტორში რეფორმების განხორციელებისა და იმ ვალდებულებების შესასრულებლად, რომელიც საქართველოს, როგორც ენერგეტიკული გაერთიანების წევრ ქვეყანას ეკისრება შემდეგი მიმართულებებით: ენერგოეფექტურობა, შენობების ენერგოეფექტურობა, განახლებადი ენერგიების წახალისება და ენერგეტიკული ბაზარი.
განათლების სისტემის გაძლიერება/ახალგაზრდების განვითარება
კონკურსის „გახადე შენი სკოლა ენერგოეფექტური“ შესახებ
კონკურსში სახელწოდებით ,,გახადე შენი სკოლა ენერგოეფექტური”, რომელიც 2023 წლის მარტში დაიწყო, თბილისის 10 სკოლა მონაწილეობდა და მისი მიზანი სკოლებში ენერგიის დაზოგვის ევროპული პრაქტიკების შემოღება და ენერგოეფექტურობის წახალისება იყო. ის, ასევე, ხელს უწყობდა მოსწავლეებსა და მასწავლებლებში ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ქცევის ცვლილებას.
კამპანიაში თბილისის 10 სკოლიდან 150-ზე მეტი მოსწავლე და 15 მასწავლებელი იყო ჩართული. კამპანიის დასრულების შემდეგ, ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს გადაეცა მონაწილეობის სერთიფიკატი, ხოლო 3 საუკეთესო კამპანიის ავტორ სკოლას ფულადი ვაუჩერები GESRP-ის პროექტისგან.
კონკურსის გამარჯვებული სკოლები არიან:
- სკოლა “დეა” (2,000 ევრო)
- ქალაქ თბილისის #169 საჯარო სკოლა (1,500 ევრო)
- ზურაბ იარაჯულის სახელობის თბილისის #106 საჯარო სკოლა (1,000 ევრო)
კონკურსის დანარჩენი მონაწილე სკოლები არიან:
- ქალაქ თბილისის #71 საჯარო სკოლა
- სერვანტესის სახელობის გიმნაზია „აია-ჯესს“
- ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის #199 საჯარო სკოლა
- გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის #51 საჯარო სკოლა
- კერძო სკოლა “ჯეჯილი”
- ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის #178 საჯარო სკოლა
- ქალაქ თბილისის #177 საჯარო სკოლა
ცირკულარული ეკონომიკა და რესურსეფექტიანობა
ინიციატივის მიზანი საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარების წახალისება, ენერგოეფექტურობის ხელშეწყობა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იყო ალტერნატიული და განახლებადი ენერგიის შესახებ. ამისთვის, პროექტმა მრავალი ტიპის ღონისძიება შესთავაზა საზოგადოებას, მათ შორის ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოფენა, საგანმანათლებლო სემინარები და სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი პროგრამა.
დედაენის ბაღში ორგანიზებულ გამოფენაში ენერგოეფექტური და განახლებადი ტექნოლოგიების მწარმოებელმა და რეალიზატორმა 14-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი პროდუქტები და სერვისები მოიცავდა მზის პანელებს, ელექტრომობილებს, ენერგოეფექტურ ღუმელებს, ბრიკეტებს, და სხვ.
ღონისძიებამ ყველა ასაკობრივი სეგმენტის უმასპინძლა მდიდარი და საინტერესო გამოცდილებებით. ის წარმოადგენდა ფორუმს განათლების, ცნობიერების და ინსპირაციისთვის ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოფენის, საგანმანათლებლო სემინარებისა და სპეციალურად მომზადებული საბავშვო აქტივობების მეშვეობით.