რატომ არის ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი?
რატომ არის ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი? ადევნე თვალი ჩვენს 2025 წლის კალენდრის კამპანიას ევროინტეგრაციაზე და აღმოაჩინე 12 მიზეზი, თუ რატომ უნდა გახდეს საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა.
ევროკავშირსა და საქართველოს მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს, რომელიც მჭიდრო პოლიტიკურიგაერთიანებისკენ და ეკონომიკური ინტეგრაციისკენ არის მიმართული, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც2014 წელს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.
ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი დონორია და ქვეყნისთვის ყოველწლიურად დაახლოებით 85 მილიონი ევროს საგრანტო თანხას გამოყოფს. ევროკავშირის ინვესტიციები და ფინანსური მხარდაჭერა საქართველოში უზრუნველყოფს როგორც მდგრად განვითარებასა და რეგიონულ ინტეგრაციას, ასევე მწვანე და ციფრული გარდაქმნების ხელშეწყობას.
ევროკავშირში გაწევრიანება ახალ შესაძლებლობებს ქმნის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად, ხელს უწყობს მდგრადი ეკონომიკური ზრდის მიღწევას და მოქალაქეებს სთავაზობს გაძლიერებულეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ შესაძლებლობებს, რაც განაპირობებს ცხოვრების ხარისხისგაუმჯობესებას და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას.
ევროკავშირში გაწევრიანება გამოიწვევს მასშტაბურ რეფორმებს და გამოავლენს ეკონომიკური სარგებლისპოტენციალს ფინანსური ინსტრუმენტებისა და გაზრდილი უცხოური ინვესტიციების არსებობის გზით.
გაინტერესებს მეტი? გადმოწერე ჩვენი 2025 წლის კალენდარი ევროინტეგრაციაზე.