USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „საზოგადოების გაძლიერება ცირკულარული გადაწყვეტების დანერგვისათვის საქართველოში“ ფარგლებში, CENN იწვევს ქართულ მედიაში მომუშავე ჟურნალისტებს, პროდიუსერებს, მედია სპეციალისტებსა და მედია მკვლევარებს პლასტმასით გარემოს დაბინძურების შესახებ კვლევით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსი მოიცავს პლასტმასის ნარჩენების მდგრადი მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის შესახებ ანალიტიკური ჟურნალისტური ნაშრომების მომზადებას.
მედია კონკურსი განკუთვნილია მედიაში დასაქმებული პროფესიონალებისთვის საქართველოში, რომლებსაც სურთ აიმაღლონ თავიანთი პროფესიული ცოდნა გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ, განსაკუთრებული აქცენტით პლასტმასის ნარჩენებზე. მონაწილეებს შეუძლიათ იმუშაონ ისეთ მედია პროდუქტებზე, როგორებიცაა სტატია, ვიდეომასალა, სატელევიზიო რეპორტაჟი, რადიო რეპორტაჟი, პოდკასტი, მულტიმედია კონტენტი. იმისათვის, რომ ჟურნალისტებმა მიიღონ კონკურსში მონაწილეობა, უნდა გამოაქვეყნონ მედია პროდუქტები შესაბამის აქტიურ მედია პლატფორმებზე.
მედია კონკურსი შედგება რამდენიმე ფაზისაგან: (1) თემატური ტრენინგი და სასწავლო ვიზიტი (21 ნოემბერი, 2023, თბილისი), (2) ტრენინგისა და სასწავლო ვიზიტის დასრულების შემდეგ, დაგეგმილი კვლევის კონცეფციის წარმოდგენა, (3) ოთხი გამარჯვებული კონცეფციის შერჩევა და კვლევის ჩატარებაზე ხელშეკრულების გაფორმება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ტრენინგზე დასწრება სავალდებულოა.
გამარჯვებულ ოთხ კონცეფციას დამოუკიდებელი ჟიური შეარჩევს. გამარჯვებულებთან თითო კვლევის ჩასატარებლად დაიდება ხელშეკრულება, 1,450 ლარის ღირებულებით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო შენატანის ჩათვლით).
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მედია პროფესიონალებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, ჟურნალისტების შერჩევა მოხდება გამოცდილებაზე, მოტივაციაზე და შემოთავაზებული პლატფორმის რელევანტურობაზე დაყრდნობით. კონკურსის ყველა ხარჯი დაფარული იქნება პროექტის მიერ.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა 2023 წლის 15 ნოემბრის 18:00 საათამდე, შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/1VZVra8Ck4oduUa89
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდით:
ანა პეტრიაშვილი, პროექტის მენეჯერი, CENN
ტელ: 599 522 127, E-mail: ana.petriashvili@cenn.org