ხანგრძლივობა: 2021-2024
გეოგრაფიული დაფარვა: საქართველო
განმახორციელებელი: დელფტის წყლის განათლების ინსტიტუტი (IHE Delft Institute for Water Education), 13 წევრი ორგანიზაციისგან შემდგარ კონსორციუმთან ერთად. CENN პროექტს საქართველოში 2021 წლიდან წარმოადგენს. პროექტის ფარგლებში CENN-ის მთავარი პარტნიორია გარემოს ეროვნული სააგენტო.
Donor: Horizon 2020 – ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამა
პროექტი – კლიმატის ინოვაციური სერვისების შექმნა სამეცნიერო და ადგილობრივი ცოდნის ინტეგრირების გზით (I-CISK) – კლიმატის სერვისების (CS) განვითარების მიზნით იყენებს ტრანსდისციპლინურ მიდგომებს. პროექტი მუშაობს სოფლის მეურნეობის, სატყეო მეურნეობის, ტურიზმის, ენერგეტიკის, ჯანდაცვის და ჰუმანიტარული სექტორების წინაშე მდგარი კლიმატის ცვლილების და ექსტრემალური პირობების (გვალვა, წყალდიდობა და სიცხე) გამოწვევების გადასაჭრელად და ამისათვის თანამშრომლობს ევროპის, მის სამეზობლოდ და აფრიკის კლიმატურად ცხელ წერტილებში განთავსებულ 7 ცოცხალი ლაბორატორიის (Living Labs) დაინტერესებულ მხარეებთან.
საბოლოო მომხმარებლებთან ერთად, I-CISK ერთობლივად შეიმუშავებს, შექმნის, დანერგავს და შეაფასებს წინასაოპერაციო კლიმატსერვისებს, რომელიც უზრუნველყოფს ეტაპობრივ ცვლილებას ადგილობრივი ცოდნის, აღქმისა და პრეფერენციების სამეცნიერო ცოდნასთან ინტეგრირებაში. ეს ერთობლივი წარმოების ჩარჩო უნიკალურია, რადგან ის (i) აკავშირებს კლიმატზე ზემოქმედებას და ადაპტაციას სხვადასხვა დროებითი მასშტაბით, დაწყებული (ქვე)-სეზონური პროგნოზებიდან კლიმატის მასშტაბის პროგნოზებამდე და (ii) ცალსახად ითვალისწინებს ადამიანი-კლიმატის ადაპტაციის რეაგირებებს და ვარიანტებს მრავალგანზომილებიანი, მრავალსექტორული და მრავალ საშიშროებიან პარამეტრებში.
ახალი კლიმატსერვისბი (CS) შეიქმნება უაღრესად კონფიგურირებად ღრუბელზე დაფუძნებულ ვებ პლატფორმაზე, რომელსაც I-CISK ავითარებს, ის იქნება თავისუფლად ხელმისაწვდომი და ადვილად განმეორებადი. I-CISK-ის ერთობლივი წარმოების ჩარჩო, რომელსაც მხარდაჭერა აქვს ონლაინ კურსებით, გზამკვლევებით, ბიზნეს ისტორიებითა და სტრატეგიული გავრცელებით, წაახალისებს კლიმატის სერვისების წარმოებასა და მიღებას, რომელიც აერთიანებს საბოლოო მომხმარებლის ადგილობრივ ცოდნას სამეცნიერო ცოდნასთან, ხელს უწყობს გაუმჯობესებულ გადაწყვეტილებებსა და პოლიტიკას და წარმატებულ ბაზარს ადვილად ხელმისაწვდომი კლიმატ სერვისებისთვის.
პროექტის მიზანია შემდეგი თაობის საყოველთაოდ ხელმისაწვდომი კლიმატსერვისების შემუშავება, რომელიც მიჰყვება სოციალურ და ქცევით ინფორმირებულ მიდგომას ერთობლივი წარმოების სერვისებისადმი, რომლებიც აკმაყოფილებს კლიმატის ინფორმაციის საჭიროებებს შესაბამისი სივრცითი და დროითი მასშტაბით.
კლიმატის ცვლილება, მიტიგაცია, ადაპტაცია და კლიმატისადმი მედეგობა
კლიმატის სერვისები აერთიანებს კლიმატთან დაკავშირებულ მონაცემებს, მათ შორის პროგნოზებს, პროგნოზებსა და ტენდენციებს, სოციალურ-ეკონომიკურ მონაცემებთან, რჩევებსა და საუკეთესო პრაქტიკასთან და გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მოქალაქეების, დაინტერესებულ მხარეებისა და გადაწყვეტილების მიმღებების გაძლიერების საქმეში, რათა მათ შეძლოთ გადაწყვიტონ, როგორ მოერგონ კლიმატის ცვლილებას და შეარბილონ ექსტრემალური მოვლენების გავლენა. I-CISK პროექტი შეიმუშავებს ჩარჩოს, რომელიც განაახლებს კლიმატის სერვისებს ადამიანზე ორიენტირებული მიდგომის მეშვეობით, მომხმარებლებთან ერთად აწარმოებს მათ და მათი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ერთიანი ცოდნის სინთეზის გზით გარდაქმნის მეცნიერულ ინფორმაციას მათზე მორგებულ ინფორმაციად, ასევე შეადარებს მომხმარებლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და კლიმატის სისტემას.
ამ ამბიციური მიზნების მისაღწევად, I-CISK-ის ამოცანებია: ერთობლივი წარმოების ჩარჩო და გზამკვლევები კლიმატის სერვისების ერთობლივი წარმოებისთვის; ონლაინ ვებ პლატფორმა ახალი, მორგებული კლიმატის სერვისების განვითარებისა და ფუნქციონირების მხარდასაჭერად; წინასაოპერაციო კლიმატის სერვისების ნაკრები თითოეულ ცოცხალ ლაბორატორიაში; საგანმანათლებლო პროდუქტების ნაკრები ონლაინ კურსების სახით; და ახალი შეხედულებები, რომლებიც სცილდება კლიმატის სერვისებს და ეხმარება მოქალაქეებს, მთავრობებსა და ბიზნესს მიიღონ გადაწყვეტილებები ცვლილებებისადმი ადაპტირებისთვის და გაიგონ უკუკავშირი მათ ადაპტაციურ ქმედებებსა და კლიმატის სისტემას შორის.