ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მწვანე ზრდისთვის“ ფარგლებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) მმართველი საბჭოს თავმჯდომარე და მისი ორი თანათავმჯდომარე აირჩიეს.
ლანჩხუთის მმართველ საბჭოს ერთი თავმჯდომარე და ორი თანათავმჯდომარე ჰყავს, რომლებიც საბჭოს წევრების მიერ კენჭისყრის გზით შეირჩნენ. ლანჩხუთის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი გიკაშვილი გახდა, მისი თანათავმჯდომარეები კი თამარ ჩიჩუა და გელა ზოიძე იქნებიან.
ლანჩხუთის LAG-ს მმართველი საბჭოს 15 წევრი ჰყავს:
- ირაკლი გიკაშვილი – თავმჯდომარე
- თამარ ჩიჩუა -თანათავმჯდომარე
- გელა ზოიძე – თანათამჯდომარე
- ქეთევან წილოსანი
- მარი ნუცუბიძე
- შორენა ფილიაკოვა
- ლუკა ურუშაძე
- მაკა გოგიჩაიშვილი
- ეკატერინე ჩუბინაშვილი
- შუშანა კუნჭულია
- გია ორაგველიძე
- ანანო მოქია
- ბიძინა ჯიბლაძე
- მაკა სეფერთელაძე
- მალხაზ იმნაძე
ლანჩხუთის LAG-ის მმართველი საბჭოს წევრები უახლოეს მომავალში დაიწყებენ აქტიურ მუშაობას სოფლის განვითარების სტრატეგიის შემუშავებისა და LAG-ის ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებებით, სხვადასხვა ორგანიზაციული და თემატური ტრენინგების საშუალებით.
__
შეგახსნეებთ, რომ პროექტის ფარგლებში, გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში იქმნება ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAG). LAG წარმოადგენს მუნიციპალიტეტის, კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულ აქტიურ მოქალაქეთა გაერთიანებას. ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ჩართული იქნება სოფლის განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრაში, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში, სტრატეგიის შესაბამისი საგრანტო პროექტების განხორციელებასა და მონიტორინგში.
პროექტი “მწვანე გურია ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის” ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD IV ფარგლებში. პროექტს ახორციელებს CENN, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი “Young Pedagogues’ Union”-თან, Institute of Democracy დემოკრატიის ინსტიტუტი-თან და Keda Leader • ადგილობრივი განვითარების ჯგუფი – LAG თანამშრომლობით.