ცნობიერების ამაღლება და საგანმანათლებლო კამპანია ტყის მდგრადი მართვის შესახებ (SFM), მათ შორის ენერგოეფექტურობა/ალტერნატიული ენერგია/განახლებადი ენერგია (EE/AE/RE)
ხანგრძლივობა: 30/09/21 – 30/11/21
გეოგრაფიული დაფარვა: ახმეტა
განმახორციელებელი: CENN
დონორი: GIZ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) ეგიდით
CENN-ის ცნობიერების ამაღლებისა და განათლების კამპანიის ფარგლებში, ახალგაზრდებმა (ასაკობრივი ჯგუფი: 14-29 წელი) მიიღეს ინფორმაცია და განათლება ტყეების ღირებულების (ეკოსისტემის სერვისების, კლიმატის ცვლილების შერბილების და ადაპტაციის თვალსაზრისით) შესახებ, ასევე ენერგოეფექტურობის, ალტერნატიული ენერგიის და განახლებადი ენერგიის შესახებ. შეშის და იზოლაციის გამოყენება იყო საკვანძო წერტილი აღმოჩნდა ინოვაციური, კრეატიული იდეებისა და აქტივობების განხორციელების დროს (იხ. ქვემოთ ჩამონათვლილი) სხვადასხვა საკომუნიკაციო ინსტრუმენტის მეშვეობით.
პროექტს ჰქონდა ერთი ძირითადი მიზანი: გენდერულად დაბალანსებული, ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების იდენტიფიცირება და განხორციელება ტყის მდგრადი მართვის შესახებ (SFM), მათ შორის ენერგოეფექტურობა/ალტერნატიული ენერგია/განახლებადი ენერგია (EE/AE/RE), განსაკუთრებული აქცენტით ახალგაზრდებზე (ასაკობრივი ჯგუფი: 14 – 29 წელი) ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე ახმეტის მუნიციპალიტეტში.
განახლებადი
ენერგია და
ენერგოეფექტიანობა
კამპანიის ფარგლებში, CENN-მა გაზარდა ახალგაზრდებისა და მასწავლებლების ცნობიერება ტყის მდგრადი მართვის (SFM), ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის შესახებ.
ინოვაციები, ტექნოლოგიები და კვლევა
კამპანიამ წარმატებას მიაღწია ენერგოეფექტურობის (EE) და განახლებადი ენერგიის (RE) ტექნოლოგიების პოპულარიზაციაში ახმეტის მუნიციპალიტეტში, კახეთის რეგიონში, საქართველო.
საგანმანათლებლო
სისტემების
გაძლიერება
CENN-ის მხარდაჭერით შემუშავდა ‘მწვანე ტექნოლოგიების გზამკვლევი’ – სახელმძღვანელო ენერგოეფექტიანი ტექნოლოგიებისა და უნიკალური ბუნებრივი ეკოსისტემების შენარჩუნებასთან მათი კავშირის შესახებ. სახელმძღვანელო წარმატებით ჩაერთო ახმეტის საჯარო სკოლების სასწავლო მოდულში, იგი მოიცავდა შემდეგ თემებს:
- ტყის როლი და მისი ევოლუცია გარემოსდაცვით ბალანსში
- მყარი ბიომასა და მისი ენერგეტიკული პოტენციალი საქართველოში
- ენერგეტიკული პლანტაციები, ბრაუნფილდები, ბლექფილდები და მათი რემედიაცია გრინფილდებად
- მზის ენერგია და ენერგოეფექტიანობა
- ენერგოეფექტიანი ტექნოლოგიების დარაიონება და მწვანე გადაწყვეტილებები
- მწვანე პრინციპები ქართულ ტრადიციულ არქიტექტურაში