fbpx

განათლება და ახალგაზრდობა

განათლება უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ახალგაზრდების განვითარების და ცხოვრების გაუმჯობესების თვალსაზრისით, როგორც კავკასიის რეგიონში ასევე მთელს მსოფლიოში. განათლებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სიღარიბისა და უთანასწორობის აღმოფხვრის საქმეში და საზოგადოების მდგრადი და ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობის თვალსაზრისით.

CENN-ის  სხვადასხვა პროგრამებსა და პროექტებში  ინტეგრირებულია რეგიონში ახალგაზრდებზე ორიენტირებული ინკლუზიური ფორმალური და არაფორმალური განათლება. ჩვენ ვაღიარებთ განათლებული ახალგაზრდების როლის მნიშვნელობას ეკოლოგიურად შეგნებული და პასუხისმგებელი საზოგადოების ჩამოყალიბებაში, რადგან მათ მოაქვთ დადებითი ცვლილებები. მოზარდებსა და ახალგაზრდებს CENN სთავაზობს თვითგამოხატვისა და ზრდის, ასევე მდგრადი განვითარებისთვის ლიდერობის უამრავ შესაძლებლობას. გარდა ამისა, CENN აღიარებს განათლებული ახალგაზრდების როლს, განსაკუთრებით საზოგადოებების მწვანე და ციფრული გარდამავალი პერიოდის აქსელერაციაში. სწორედ ამიტომაც, ჩვენ ვთანამშრომლობთ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, კერძოდ, სკოლებთან, უნივერსიტეტებთან, პროფესიული განათლების ცენტრებთან, პოლიტიკის შემქმნელებთან და გადაწყვეტილების მიმღებებთან.

CENN-ის მხარდაჭერით განვლილ და მიმდინარე პერიოდში, რეგიონში შეიქმნა 500-ზე მეტი სასკოლო ეკოკლუბი, დაინერგა მრავალფეროვანი საუნივერსიტეტო სასწავლო პროგრამები სომხეთსა და საქართველოში. ასობით ახალგაზრდა გაძლიერდა არაფორმალური განათლების მეშვეობით, იყო ეს მწვანე ბანაკები თუ გარემოსდაცვითი, ახალგაზრდული კამპანიები და აქტივიზმი. ფორმალური და არაფორმალური განათლების ინტეგრირებით ჩვენს პროგრამებში,  ჩვენ ასევე ხელს ვუწყობთ ახალგაზრდების შემდგომ გადასვლას სამუშაო ბაზარზე.

ჩვენი ჩართულობა