fbpx

ადამიანური რესურსის განვითარება

ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანური რესურსი მწვანე ზრდის, ინოვაციებისა და მთლიანობაში მდგრადი განვითარების ქვაკუთხედია. თანამედროვე ცოდნით, უნარებითა და სამუშაო ადგილებით აღჭურვილი ადამიანური რესურსები კავკასიის რეგიონში ეკონომიკური ზრდის ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი და სოციალური პროგრესის მდგრადი გასაღებია.

სოციალური და ეკონომიკური მობილურობა მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოში ადამიანური რესურსის დაგროვებასთან. მოსახლეობის კლება და შრომის პროდუქტიულობის სტაგნაცია აჩენს იმის საჭიროებას, რომ თითოეული ქართველის ნიჭი, კვალიფიკაცია და უნარები გამოყენებულ იქნას ორი განუშორებელი  მიზნის,  სიღარიბის შემცირებისა და საერთო კეთილდღეობის განვითარების მისაღწევად (მსოფლიო ბანკი 2018a).

CENN პრიორიტეტს ანიჭებს ადამიანური რესურსის განვითარებას ყველა საქმიანობაში, განსაკუთრებით კი ფოკუსირებულია თანამედროვე თემატური ცოდნის ჩამოყალიბებაზე სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის, როგორებიც არიან ფერმერები, მეტყევეები, სკოლის მასწავლებლები, სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, ქალი მეწარმეები, სოციალური და მწვანე სტარტაპერები, კერძო სექტორის წარმომადგენლები და მრავალი სხვა. ამ მიზნის მისაღწევად, CENN იყენებს სხვადასხვა ინსტრუმენტების ნაზავს – დაწყებული სპეციალურად შემუშავებული ტრენინგებიდან, სემინარები და გამოცდილების გაზიარება, ასევე საგანმანათლებლო პროგრამების, სასწავლო გეგმების და ცოდნის მასალების შექმნა, და დამთავრებული  ცოდნის გადაცემისა და გაზიარების მექანიზმებით.

უფრო მეტიც, CENN პრიორიტეტს ანიჭებს უწყვეტ განათლებას თავისი პერსონალისთვის, სთავაზობს თემატურ ტრენინგებს და კურსებს პროფესიული და პიროვნული განვითარებისთვის, რათა შეინარჩუნოს მცოდნე და გამოცდილი გუნდის წევრები.

პროექტები