კავკასიის რეგიონში წარმოებისა და მოხმარების არსებული მოდელები ძირითადად ხაზოვან ეკონომიკას ეფუძნება. მდგრადი, ნახშირბადის დაბალი შემცველობის, რესურსეფექტიანი და კონკურენტუნარიანი ეკონომიკის განვითარება მოითხოვს ცირკულარულ (წრიულ) ეკონომიკაზე გადასვლას, სადაც პროდუქტების, მასალების და რესურსების ღირებულება ნარჩუნდება ეკონომიკაში რაც შეიძლება დიდხანს და ნარჩენების წარმოქმნა მინიმუმამდეა დაყვანილი.
CENN ეძებს გზებს რეგიონში წრიულ ეკონომიკაზე გადასვლისთვის. ჩვენ ხელს ვუწყობთ რესურსეფექტიან მოდელებს, რისთვისაც ვეხმარებით გადაწყვეტილების მიმღებ პირებს პოლიტიკის ჩარჩოების შემუშავებაში და თანამედროვე მიდგომების დანერგვაში. ჩვენ ვაძლიერებთ კერძო სექტორს რესურსეფექტიანი პრაქტიკის დანერგვისათვის, და ვეხმარებით ნარჩენების შემგროვებელ და გადამამუშავებელ კომპანიებს ბიზნეს ოპერაციების გაუმჯობესებაში და ნარჩენების დახარისხების შესაძლებლობების შექმნაში მოსახლეობისთვის. CENN ასევე ეხმარება საგანმანათლებლო დაწესებულებებს რათა მოხდეს საგანმანათლებლო პროგრამებში წრიული ეკონომიკის კონცეფციის ინტეგრირება და სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების ცნობიერების ამაღლება წრიული ეკონომიკისა და ნარჩენების მართვის სათანადო პრაქტიკების შესახებ.