fbpx

საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელობის აღიარება აუცილებელია იმ  უამრავი პრობლემის მოსაგვარებლად, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ადამიანის ჯანმრთელობას. გლობალური წყლის მარაგების რაოდენობისა და ხარისხის დაქვეითება, საკვების დეფიციტი და შიმშილი, ადამიანის მიერ შექმნილი ტოქსინებისა და დამაბინძურებლების გავრცელება გარემოში, გლობალური დათბობა და მისი ზეგავლენა, ბუნებრივ რესურსებზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა და ა.შ. მხოლოდ რამდენიმე მაგალითია იმისა, თუ რა საფრთხეები ექმნება ადამიანის კეთილდღეობას.

და პირიქით, ჯანსაღი მოსახლეობა, როცა ხალხი პროდუქტიული, შემოქმედებითი და ეკონომიკურად აქტიურია, წარმოადგენს მზარდი ეკონომიკის კრიტიკულ ასპექტს. ადამიანები ნაკლებად არიან დამოკიდებულნი, ასრულებენ მეტ სამუშაოს და ნაკლებად აწვებიან ტვირთად სახელმწიფო საბიუჯეტო ორგანიზაციებს. ამგვარად, რაც მეტია პროდუქტიული მუშაკების რაოდენობა, მით მაღალია  საზოგადოების კეთილდღეობა.

CENN-ის ძალისხმევა დამატებით დახმარებას  წარმოადგენს ჯანმრთელობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებაში, რაც მოიცავს გარემოსდაცვითი საფრთხის შერბილებას, უსაფრთხო წყლის რესურსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და ჯანმრთელობის დაცვის ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ მიმართული ძალისხმევით ვერ მივაღწევთ ყველა ადამიანის სრულ ჯანმრთელობას; თუმცა ჩვენ მივისწრაფვით შევქმნათ ისეთი პირობები, სადაც ადამიანებს შეეძლებათ იყვნენ ჯანმრთელნი.

ჩვენი ჩართულობა