fbpx

სოფლის განვითარება და თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარება

თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარება წარმოადგენს იმ ახალ მოდელს, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა აყალიბებს ადგილობრივ პარტნიორობას და ამ გზით შეიმუშავებს და ახორციელებს ინტეგრირებული განვითარების სტრატეგიებს. ეს მიდგომა ხელს უწყობს სოფლის მოსახლეობის დასაქმების ზრდას, კვალიფიკაციის ამაღლებას და მათ ჩართვას ადგილობრივი პრობლემების გადაჭრაში, რასაც თავის მხრივ მივყავართ სოფლის მდგრადი განვითარებისკენ.

CENN-მა წარმატებით განახორციელა თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარების მოდელის პილოტირება საქართველოს რეგიონებში და შექმნა ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფები (LAG) თემის აქტიური წევრებისგან, რითაც ეხმარება ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს დაეხმარა განვითარების არსებული პრობლემების დაძლევაში. ჩვენ ვეხმარებით თემის წევრებს ინკლუზიური მმართველობის პოპულარიზაციაში,  სოფლის განვითარების საერთო ხედვისა და მონაწილეობრივი ინიციატივების შექმნაში, სოფლის მეურნეობის ეფექტური პრაქტიკის, ინოვაციური მიდგომების და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაში და ბაზრის სხვა მოთამაშეებთან ბიზნეს კავშირების შექმნაში.

CENN, თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის გზით, მხარს უჭერს იმ მიდგომებსა და საქმიანობებს, რომლებიც განაპირობებენ სოფლის განვითარების ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური მიზნების მიღწევას.

პროექტები