მწვანე გურია - ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის
ხანგრძლივობა: 8/12/2022 ‐ 8/12/2025
გეოგრაფიული დაფარვა: ოზურგეთი, ჩოხატაური და ლანჩხუთი, გურია.
განმახორციელებელი: CENN და პარტნიორი ორგანიზაციები – ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი, დემოკრატიის ინსტიტუტი და ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG)
დონორი: ევროკავშირი – ენპარდ IV
პროექტი მხარს უჭერს და ეხმარება საქართველოს მთავრობას გურიის რეგიონში სიღარიბის შემცირებაში, მოწყვლადი თემებისთვის ეკონომიკური და სოციალური გარემოსა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში სამოქალაქო ჩართულობის, სოფლის ინკლუზიური განვითარებისა და მწვანე ზრდის მხარდაჭერის გზით.
პროექტი ფოკუსირებულია სოფლის შესაძლებლობების დივერსიფიკაციის გზით ძლიერი, კლიმატისადმი მდგრადი და მწვანე თემების მშენებლობაზე, კონკურენტუნარიანი ეკონომიკური, სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობისა და სამოქალაქო საზოგადოების, მოწყვლადი ჯგუფების, ქალებისა და ახალგაზრდების სამოქალაქო პროცესებში ჩართვით.
პროექტის საქმიანობები მოიცავს ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში ლაგების შექმნასა და მათ ინსტიტუციურ გაძლიერებას; ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი განვითარების სტრატეგიების შემუშავებას გენდერის, ახალგაზრდებისა და მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების გათვალისწინებით და უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის (RBA) გამოყენებით; ადგილობრივი ეკონომიკის ‘გამწვანებასა’ და დივერსიფიკაციას ინოვაციური და სადემონსტრაციო პროექტების განხორციელებით; სამოქალაქო ჩართულობის პროცესების ხელშეწყობას და ქალების, ახალგაზრდებისა და ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების/საზოგადოების გაძლიერებას, რათა მათ დაიცვან თავიანთი უფლებები და მოახდინონ სხვადასხვა საკითხის ადვოკატირება მოწყვლადი ჯგუფებისათვის ხარისხიანი სახელმწიფო სერვისებისა და სამართლიანი და მდგრადი პოსტკოვიდური მდგომარეობის უზრუნველსაყოფად.
თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარება (CLLD)
სოფლისა და რეგიონის განვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და ევროპული LEADER მიდგომების დანერგვის მიზნით, პროექტის ფარგლებში შემუშავებულია რეგიონის განვითარების სახელმძღვანელო. სახელმძღვანელო გამოიყენება, როგორც პროექტში ჩართული მხარეების, ისე, დამხმარე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ. სახელმძღვანელოში მთავარი აქცენტები სოფლის, როგორც არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის წარმოების ადგილზე, არამედ სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან ფუნქციებზეა გამახვილებული.
პროექტის ფარგლებში ასევე შექმნილია:
ოზურგეთის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი (LAG)
ჩოხატაურის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი (LAG)
ლანჩხუთის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი (LAG)
LAG-ების შემადგენლობა წარმოადგენს თანაბარ გენდერულ, ახალგაზრდულ და მოწყვლად ჯგუფებს, რომლებიც ჩართულები არიან სოფლის განვითარების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში, მონაწილეობრივი მიდგომებისა და LEADER-ის პრინციპების გათვალისწინებით.