ევროკავშირისა და ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის მხარდაჭერით, CENN ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან ერთად აცხადებს მონაწილეთა მიღებას სამოქალაქო განათლების ბანაკში გურიის რეგიონში მცხოვრები გოგონებისა და ქალებისთვის.
სამოქალაქო განათლების ბანაკი მიზნად ისახავს გურიის რეგიონში მცხოვრები ქალებისა და გოგონების გაძლიერებასა და მათ მიერ ინიცირებული პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში პოზიტიური ცვლილებების დანერგვას. მონაწილეები მიიღებენ მონაწილეობას თემატურ ლექციებში, განივითარებენ კრიტიკულ და ანალიტიკურ უნარ–ჩვევებს და შეიმუშავებენ პროექტებს, რომლებიც მიმართული იქნება მუნიციპალიტეტებში არსებული სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი გამოწვევების ამოცნობასა და მათი გადაჭრის გზების შემუშავებაზე.
ბანაკის ფარგლებში შექმნილი საუკეთესო საპროექტო იდეები დაფინანსდება, რაც მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას, პრაქტიკაში განახორციელონ საკუთარი ინიციატივები და გაზარდონ მათი გავლენა თემის განვითარების პროცესზე.
ბანაკში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ გურიაში მცხოვრებ 14+ წლის აქტიურ გოგოებსა და ქალებს, რომლებიც დაინტერესებული არიან იმუშაონ ადგილობრივ დონეზე არსებული სოციალურ-ეკონომიკური და გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებაზე.
ბანაკი გაიმართება 2025 წლის 1 მაისიდან – 4 მაისის ჩათვლით, ბულაჩაურის მწვანე ცენტრში.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 4 აპრილი, 18:00 საათი.
განაცხადის შესავსებად გახსენით ბმული: https://forms.gle/1gu3d75GuGYZeHZ1A
დაგვიანებით შევსებული განაცხადები არ განიხილება.
მნიშვნელოვანია, კონკურსანტს ჰქონდეს აქტიური ელექტრონული ფოსტა (E-mail), რადგან პროგრამის შერჩეულ მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდებათ სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
ბანაკში მონაწილეობის ყველა ხარჯს დაფარავს CENN, ევროკავშირისა და ADC-ის ფინანსური მხარდაჭერით.
გისურვებთ წარმატებას!
ბანაკი დაგეგმილია ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის “მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის” და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „მწვანე კავკასია“ ფარგლებში.