ხანგრძლივობა: 2022-2025
გეოგრაფიული დაფარვა: ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონები, საქართველო
განმახორციელებლი: CENN
კონსორციუმის წევრები: ტრენინგებისა და კონსულტაციის ცენტრი (CTC),
ქვემო ქართლის მედია (KKM),
პირველი ევროპელი (FE)
დონორი: ევროკავშირი
COVID-19-ის გავრცელებამ ცხადად გამოავლინა სოციალურ და ჯანდაცვის სისტემებში არსებული სისუსტეები და სოციალური უთანასწორობა საქართველოს მოწყვლად რეგიონებში. ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მრავალეთნიკური რეგიონები კორონავირუსის გავრცელების შედეგად მძიმედ დაზარალებულ რეგიონებს შორის აღმოჩნდნენ, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა უთანასწორობა მარგინალიზებული, დაუცველი და გარიყული ჯგუფებისთვის. ამავდროულად COVID-19-მა მკვეთრად გააუარესა სოციალური სერვისების მიწოდება მოწყვლად მუნიციპალიტეტებში.
გამოცდილებამ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ძლიერი ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკის შემუშავებაში და ჩაერთოს ადამიანის უფლებების დაცვაში, რათა უზრუნველყოს უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების ადვოკატირება და მიწოდება. ძლიერი ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოება უზრუნველყოფს სოციალურ სერვისებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას, განსაკუთრებით დაუცველ და მარგინალიზებულ თემებში მცხოვრები ადამიანებისთვის. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში საერთაშორისო დონორების აქტიური მხარდაჭერის მიუხედავად, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობა მმართველობისა და პოლიტიკის შემუშავებაში მაინც დაბალია.
სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობისა და ეთნიკური უმცირესობების შესაძლებლობების გაძლიერებასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად მეტად თანამონაწილეობრივი პროცესების სტიმულირება და გაძლიერებული ძალისხმევა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ფართო დემოკრატიული საკუთრების საფუძვლების შესაქმნელად.
პროექტი ქვემო ქართლისა (მარნეული, თეთრიწყარო, დმანისი, გარდაბანი, ბოლნისი, წალკა) და სამცხე-ჯავახეთის (ახალციხე, ნინოწმინდა) რეგიონების რვა მუნიციპალიტეტში იმუშავებს და ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩართულობას იმისათვის, რომ დაიწყოს ადგილობრივი ჩართულობის პროცესები, რაც თავის მხრივ გააუმჯობესებს თანამშრომლობას და სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობებს. პროექტი ეფუძნება ხედვას, რომ ძლიერი და კომპეტენტური სამოქალაქო საზოგადოება, სახელმწიფოს, როგორც სოციალური მომსახურების მთავარი მიმწოდებლის, მხარდაჭერით, ხელს უწყობს საზოგადოების დამოუკიდებელ ეკონომიკურ განვითარებას და მედეგობას.
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროექტის მიზნებია:
(1) ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შეუძლიათ ეფექტური ადვოკატირება გაუწიონ სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობა, რომელიც ითვალისწინებს გენდერულ ასპექტებს და ბავშვთა ინტერესებს (კონკრეტული აქცენტით წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენაზე (WaSH) და ჯანმრთელობაზე, როგორც ადამიანის უფლებაზე) და ხელი შეუწყონ არსებით და ინკლუზიურ მონაწილეობას COVID-19-ის შემდგომი ინკლუზიური და მწვანე აღდგენისთვის ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში; (2) შექმნილია სათემო მექანიზმები, რომლებიც აძლიერებს ადგილობრივი ხელისუფლების გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას და ხელს უწყობს პოსტ-პანდემიური გამოწვევების საპასუხო სოციალური მომსახურების, რომელიც ითვალისწინებს გენდერულ ასპექტებს და ბავშვთა ინტერესებს, მონაწილეობრივ განვითარებას,; (3) ინოვაციური პროექტების განსახორციელებლად (ახალი ტექნოლოგიების, ციფრული გადაწყვეტილებების აქცენტით). , WaSH (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) და წრიული ეკონომია) მესამე მხარის ფინანსური მხარდაჭერით, განვითარებულია ადგილობრივი მოთამაშეების შესაძლებლობები, გამოიყენონ მონაწილეობრივი და ინოვაციური მიდგომები სოციალური მომსახურების, რომელიც ითვალისწინებს გენდერულ ასპექტებს და ბავშვთა ინტერესებს, მონაწილეობრივი განვითარებისა და შექმნის მიზნით; და (4) ერთობლივი სოციალური ინიციატივების პილოტირება, პოსტ-პანდემიურ გამოწვევების საპასუხოდ, რათა წარმოაჩინონ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების პარტნიორობის ეფექტური პრაქტიკა.
ადამიანის უფლებათა დაცვა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება
- სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის განხორციელება, რომელიც მოიცავს სხვადასხვა აქტივობებს: ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის 10 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის ცოდნისა და უნარების გაძლიერება ტრენინგების, მენტორობისა და ერთმანეთთან დაკავშირებისა და გამოცდილებების გაზიარების გზით;
- ახალგაზრდა პროფესიონალების პროგრამის (YPP) ჩამოყალიბება, ადგილობრივი მოტივირებული ახალგაზრდების მოსამზადებლად სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ხელმძღვანელობისთვის, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაკავშირება ეროვნულ ორგანიზაციებთან გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის;
- სამიზნე ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სათემო ინსტიტუტებისთვის საერთაშორისო სასწავლო ტურებისა და სასწავლო გაცვლითი ვიზიტების ორგანიზება;
- ახალგაზრდებისა და ქალთა ჯგუფების სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირება სოციალური მომსახურების განვითარებასა და მიწოდების პროცესში სამოქალაქო განათლების ბანაკების განხორციელების გზით, ასევე ახალგაზრდების და ქალების მიერ ორგანიზებული ცნობიერების ამაღლების კამპანიებისა და ციფრული ტექნოლოგიების, მედიაწიგნიერების და ინოვაციების გამოყენების ამაღლების გზით;
- საკომუნიკაციო და ცნობიერების ამაღლების კამპანიების განხორციელება.
მონაწილეორივი და ინკლუზიური მმართველობა
სათემო ინსტიტუტების მობილიზება სსო-ს ხელმძღვანელობით რეგიონულ სოციალური სერვისების ალიანსში, იმისათვის რომ მოხდეს სოციალური და ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესების აუცილებლობის ადვოკატირება და გენდერული ასპექტების გათვალისწინებით და ღარიბ ფენაზე გათვლილი სოციალურ პროგრამების ლობირება პოსტ-პანდემიური მდგრადი და მწვანე აღდგენისთვის;
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მრავალმხრივი პარტნიორობის დამყარება;
ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობების განვითარება ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის (RBA) 5 სამუშაო პრინციპის გამოყენების მიზნით, რათა ჩამოყალიბდეს და განხორციელდეს მოქალაქეთა უფლებები მაღალი ხარისხის სოციალურ სერვისებზე წვდომის გაუმჯობესებული ელექტრონული მმართველობის პრაქტიკით და ციფრული ტექნოლოგიების უფრო ფართო გამოყენებით.