მარგალიტა არაბიძემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა 2050 წლისთვის ქვეყნის ემისიების შემცირების მიზნების მისაღწევად საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ეკონომიკისა და გაციფრულების სტრატეგიების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების დადებითი შედეგები
„საქართველო აქტიურად ახორციელებს საკანონმდებლო ჩარჩოს ჰარმონიზაციას ევროკავშირის მნიშვნელოვან დირექტივებსა და რეგულაციებთან, რომლებიც ხელს უწყობენ განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებების განვითარებას. საქართველო, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, გააგრძელებს თანმიმდევრულ მუშაობას ეკონომიკური და გაციფრულების სტრატეგიებისა და პოლიტიკის დოკუმენტების ევროკავშირთან დაახლოების მიზნით. ” – მარგალიტა არაბიძე.
მისივე განმარტებით, იმისთვის, რომ ქვეყნის კანონმდებლობა მეტად შეესაბამებოდეს ევროპის კლიმატისა და ენერგეტიკის პოლიტიკას, საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმა (NECP) ამბიციურ მიზნებს ისახავს, რაც გულისხმობს 2030 წლისთვის ენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარებაში განახლებადი ენერგიის წილის 27,4% გაზრდასა და სათბურის აირების ემისიების შემცირებას 47%-ით, 1990 წელთან შედარებით.
ევროინტეგრაცია საქართველოსთვის ნიშნავს უფრო სტაბილურ ბიზნესგარემოს, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივებს და ეკონომიკური თანამშრომლობის ზრდის ხელშეწყობას.დამატებით, ევროინტეგრაცია აჩენს ფინანსური დახმარების მიღების შესაძლებლობას მდგრადი განვითარებისა და კლიმატის ინიციატივებისთვის ენერგოეფექტურობისა და ინფრასტრუქტურის დარგების განვითარების მიზნით.
დამატებით, ევროკავშირთან სიახლოვე, ხელს შეუწყობს ახალი ტექნოლოგიების შემოდინებასა და დანერგვას და ევროპის სხვა ქვეყნებთან ენერგეტიკული თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობას. ეს ფაქტი კი, თავის მხრივ, გაზრდის ქვეყნის ხელმისაწვდომობას სუფთა და განახლებად ენერგიაზე და ციფრულ ტექნოლოგიებზე. აღნიშნულ სტრატეგიულ თანამშრომლობას შეუძლია ქვეყანა საექსპორტო ბაზარზე უფრო კონკურენტუნარიანი გახადოს, მწვანე ტექნოლოგიების მიმართულებით კი მეტი ინვესტიცია მოიზიდოს.
საერთაშორისო პარტნიორობის როლი
მარგალიტა არაბიძე სათბურის აირების შემცირების მიღწევის გზაზე საერთაშორისო თანამშრომლობის როლზე საუბრობს; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ქვეყნებთან თუ დაინტერესებულ მხარეებთან, რათა ხელი შეუწყოს განახლებადი ენერგიის წყაროების და ინოვაციების განვითარებას და ქვეყანაში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. მნიშვნელოვანმა თანამშრომლობამ, მათ შორის ევროკავშირთან, საგრძნობლად გაზარდა ინიციატივები ენერგოეფექტურობის სექტორში. ევროკავშირი მნიშვნელოვან დახმარებას უწევს საქართველოს ენერგოეფექტურობის ღონისძიებების გატარების მიმართულებით, კონკრეტულად საქართველოს ეხმარება ევროკავშირის რეგულაციებთან დაახლოების პროცესში, თერმორეაბილიტაციისთვის საჭირო ფინანსების მოზიდვასა და მდგრადი ენერგიის მიმართულებით ინოვაციების დანერგვაში.
ეკონომიკის სამინისტრო ცდილობს გააძლიეროს საერთაშორისო თანამშრომლობა, რომელიც მხარს უჭერს ქვეყნის მიერ მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას. აქტიური ჩართულობა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ფორუმებში ხაზს უსვამს საქართველოს ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობას, როგორც ენერგორესურსების სატრანზიტო ქვეყანას, შესაბამისად ხელსაყრელ ადგილს მდგრადი ენერგეტიკის ინვესტიციებისთვის. ამ მხრივ აღსანიშნავია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ქსელის მოწყობას, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები. პროექტის რეალიზაცია ხელს შეუწყობს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და სატრანზიტო შესაძლებლობების ზრდას. დამატებით, სამინისტრო ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა ქვეყნებთან, რათა ჩამოაყალიბოს თანამშრომლობის ერთგვარი ჩარჩო, მოიზიდოს ინვესტიციები და ხელი შეუწყოს ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას.
მარგალიტა არაბიძის განმარტებით, სამინისტროსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს სამთავრობო უწყებების და ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების გადამზადება/ცნობიერების ამაღლება საერთაშორისო მხარდაჭერის პროგრამების დახმარებით. უწყებისთვის ასევე მნიშვნელოვანია, დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების პერიოდული მონიტორინგი, რათა სწორად შეაფასოს ინიციატივების წვლილი კლიმატის მიზნების მიღწევის გზაზე. დონორთა მიერ მხარდაჭერილი საზოგადოების ჩართულობის კამპანიები კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას კლიმატნეიტრალობის მიზნების მისაღწევად.
ეკო მეგობრული პრაქტიკების წახალისების სტრატეგიები
არაბიძის განმარტებით, ეკონომიკის სამინისტრომ შეიმუშავა არაერთი სტრატეგია და პოლიტიკის დოკუმენტი. დაგეგმილი ‘მწვანე ზრდის სტრატეგია” და 2025-2030 წლების სამოქმედო გეგმა ასახავსეკო მეგობრული ბიზნესპრაქტიკების მხარდაჭერის გზებს. “მწვანე ზრდის სტრატეგიის” შემუშავებისმიზანია საქართველოს ეკონომიკის მოდერნიზებისა და მისი განვითარების ხელშეწყობამდგრადობის, მწვანე განვითარებისა და ტექნოლოგიების დანერგვის გზით. ამასთან, სტრატეგიაშიგანსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ენერგო და რესურს-ინტენსიური დარგების ეფექტიანობისამაღლებას, დაბალნახშირბადიანი და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვისაუცილებლობას. ამ დარგებში მწვანე ეკონომიკის პრინციპების გამოყენება საბოლოოდ ემისიებისშემცირებაში აისახება.
საქართველო ასევე იკვლევს მწვანე წყალბადის პოტენციალს ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, როგორიცაა გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი(KFW). ეს პარტნიორობა კონცენტრირებულია წყალბადის საპილოტე პროექტებზე, აგრეთვე ადგილობრივი განახლებადი ენერგიის ათვისებაზე, რომლებიც მიზნად ისახავს მწვანე წყალბადისგანვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებას. საპილოტე პროექტი მოიცავს ბათუმის მუნიციპალიტეტში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის საწვავისთვის მწვანე წყალბადის გამოყენების ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლას. მწვანე წყალბადი შეიძლება გამოყენებულ იქნასსატრანსპორტო საწვავად, როგორც ეს ევროპის ზოგიერთ ქალაქში ხდება; მსგავსი ტრანსპორტი არწარმოქმნის გამონაბოლქვს. სამინისტროს მიზანია, მომავალში წყალბადის სუფთა ენერგიისწარმოებისა და გამოყენების დეტალური სამოქმედო გეგმის შემუშავება, რაც ხელს შეუწყობსგარემოს დაბინძურების შემცირებას და უფრო მდგრადი ენერგეტიკული სისტემის შექმნასსაქართველოში.
ინოვაციური ტექნოლოგიები და ციფრული გადაწყვეტები
2017 წელს საქართველომ მოახდინა პარიზის შეთანხმების რატიფიცირება, რომელიც ხაზს უსვამს „სამართლიანი გადასვლის გეგმას“, როგორც მნიშვნელოვან ღონისძიებას კლიმატის ცვლილებაზე რეაგირებისა და მწვანე ეკონომიკაზე გადასვლისთვის. ევროკომისიის ხედვა 2050 წლისთვის კლიმატნეიტრალური ევროპის შესახებ მოიცავს სამართლიანი და ინკლუზიური გადასვლის უზრუნველყოფას. არაბიძის თქმით, საქართველო აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს და ციფრულ გადაწყვეტებს, რათა დააჩქაროს ქვეყნის „მწვანე გადასვლის“ პროცესი, რომელიც მნიშვნელოვნად გაააუმჯობესებს გარემოს, საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხს.
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) ხელს უწყობს ქვეყანაში ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვას. დამატებით, სახელმწიფო პროგრამა- “აწარმოე საქართველოში” მხარს უჭერს ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიურ ინიციატივებს და ხელს უწყობს ინვესტიციებს განახლებადი ენერგიის სექტორში. ასეთი ძალისხმევა არა მხოლოდ აჩქარებს მდგრადი პრაქტიკების დანერგვას, არამედ აძლიერებს ქვეყნის მდგრადობას კლიმატის ცვლილების მიმართ.
გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველყოფა
“მწვანე გადასვლის“ პროცესების გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველსაყოფად, საქართველოიყენებს ინკლუზიურ და სამართლიან მიდგომებს. მარგალიტა არაბიძემ აღნიშნა, რომ ეკონომიკისსამინისტრო ხელს უწყობს მწვანე პროექტების დაფინანსების ხელმისაწვდომობას და ადგილობრივითემების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათი საჭიროებების დაკმაყოფილებისმიზნით. ასევე არსებობს სასწავლო პროგრამები მწვანე ტექნოლოგიებში დასაქმებული ადამიანების კვალიფიკაციის ასამაღლებლად და ფინანსური წახალისების მექანიზმები, რომლებიც ხელს უწყობს ბიზნესებს, გადავიდნენ უფრო მდგრად პრაქტიკებზე.
მწვანე ტექნოლოგიებსა და მდგრად ინფრასტრუქტურაში სტრატეგიული ინვესტიციების მოზიდვით, ქვეყანა ხაზს უსვამს თავის მზაობას გრძელვადიანი მდგრადი სამოქმედო გეგმების განსავითარებლად.
მხარს ვუჭერთ საქართველოს „მწვანე გადასვლის“ პროცესს
მარგალიტა არაბიძე ხაზს უსვამს ქვეყნის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობისმნიშვნელობას, აქტიურ საერთაშორისო თანამშრომლობას, და აქცენტს აკეთებს ტექნოლოგიურინოვაციებზე და ყოვლისმომცველი პოლიტიკისა და მარეგულირებელი ჩარჩოების განვითარებაზე. აღნიშნული პრინციპების/მიდგომების დაცვით, საქართველო მზადაა მიაღწიოს და შეინარჩუნოს “მწვანე გადასვლის” მიზნები.
არაბიძის თქმით, „მწვანე გადასვლა“ საქართველოს უამრავ სარგებელს მოუტანს; ის ხელს შეუწყობსეკონომიკურ ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნას და საზოგადოების კეთილდღეობას. განახლებადიენერგიის წყაროებზე და მდგრად პრაქტიკაზე გადასვლა უზრუნველყოფს სოციალურ თანასწორობასდა ინკლუზიურ შრომის ბაზარს, რაც წვლილს შეიტანს ქვეყნისა და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფის კუთხით.
ინტერვიუ ჩაიწერა პროექტის „მწვანე დღის წესრიგი სომხეთის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისათვის“ ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროსქვეყნებს კლიმატნეიტრალურობის მიღწევაში 2050 წლისთვის. პროექტი მოამზადებსმწვანე გარდაქმნის შეფასების ანგარიშს, შეიმუშავებს კლიმატნეიტრალურობის მიღწევის დეტალურ საგზაო რუკას, განახორციელებს ცნობიერების ამაღლების კამპანიებს დაუზრუნველყოფს ქვეყნების მიზნობრივ ტექნიკურ მხარდაჭერასა და შესაძლებლობებისგანვითარებას.