fbpx

კვლევები

კვლევები და ანალიზი CENN-ის მუშაობის ძირითადი ელემენტებია, რადგან ისინი გვეხმარებიან კომპლექსური პრობლემების გაგებასა და გადაწყვეტების მიღებაში რეგიონსა და სექტორებში. ჩვენ ვაძლიერებთ მთავრობებს, აკადემიურ სექტორს, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორს, ვეხმარებით მათ, გამოიყენონ მონაცემები და მტკიცებულებები გადაწყვეტილების მიღებისას და შექმნან გამძლე და მდგრადი საზოგადოებები.

CENN იყენებს კვლევის სხვადასხვა მეთოდს და აერთიანებს რაოდენობრივი და ხარისხობრივი კვლევის მიდგომებს. ჩვენი კვლევების სპექტრი მოიცავს  საბაზისო ანალიზსა და ბაზრის კვლევებს, ასევე — პოლიტიკის ანალიზსა და და  სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებას. ამ პროცესებში  გარანტირებულია  მონაწილეობრივი მიდგომები ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით.

ჩვენს გუნდს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება და უნარი, განახორციელოს მაღალი ხარისხის კვლევები და ანალიზები თანამედროვე სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად:

  • საბაზისო კვლევები
  • დაინტერესებული მხარეების ანალიზი
  • ბაზრის ანალიზი
  • გარემოსდაცვითი და სოციალურ-ეკონომიკური კვლევა
  • მტკიცებულებებზე დაფუძნებული ცოდნის მასალების წარმოება და გავრცელება
  • კარტოგრაფია და დისტანციური ზონდირება
  • პოლიტიკის ანალიზი
  • პოლიტიკის დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება