ხანგრძლივობა: 2018-2022
გეოგრაფიული დაფარვა: საქართველო
განმახორციელებელი: CENN
დონორი: ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა (ADC)
პროექტის მიზანს წარმოადგენს ხელი შეუწყოს სოფლად სიღარიბის შემცირებას და საქართველოს მთავრობის მიერ, მდგრადი განვითარების მიზნების, ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, რომლებიც მდგრად მწვანე განვითარებას ეხება.
პროექტის საერთო ამოცანაა ხელსაყრელი გარემოს შექმნა და ეფექტური უწყებათაშორისი კოორდინაცია ტყისა და წყალშემკრები აუზის გაუმჯობესებული მართვის, სოფლის მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტებისა და სოფლად შემოსავლის შესაძლებლობების დივერსიფიკაციისთვის.
- ეფექტური მრავალდარგობრივი უწყებათაშორისი თანამშრომლობა ტყის რესურსების მდგრადი მართვისთვის;
- მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებების დანერგვისა და შესაბამისი წახალისების სისტემის შექმნის და ტესტირების მარეგულირებელი ჩარჩო და სახელმწიფო პროგრამები;
- სოფლად ტყის პროდუქტების მდგრადი გამოყენების მეშვეობით დასაქმების მაჩვენებლის გაზრდა;
- მექანიზმები სატყეო სექტორში წყალშემკრები აუზის ინტეგრირებული მართვისთვის, რათა შემცირდეს ბუნებრივი კატასტროფების რისკები და ამაღლდეს ადგილობრივი თემების კლიმატის მიმართ მედეგობა;
- საზოგადოების ინფორმირებულობა ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების, SDG-ების განხორციელების და სხვა მნიშვნელოვან თემებზე;
- ქალთა დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა და გაუმჯობესება ტყის მრავალფუნქციური გამოყენების გზით.
გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა
- პროექტმა წარმატებით გააუმჯობესა ტყის კოდექსის თავი ტყის არამერქნული პროდუქტების შესახებ. ამიტომ, ტყის კოდექსის დამტკიცების შემდეგ, არამერქნული ტყის პროდუქტების წარმოებიდან მიღებული შემოსავალი გახდა ლეგალური, ხოლო თვით არამერქნული ტყის რესურსები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი. ამიტომ, ტყესთან დაკავშირებული ყველა შემოსავალი (კერძოდ, არამერქნულ სექტორში) მცირე და საშუალო მეწარმეების სამიზნე ტერიტორიებიდან (ისევე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით) ახლა ლეგალურია.
- პროექტი წარმატებით ჩატარდა მრავალმხრივი საკონსულტაციო შეხვედრები და ჩამოყალიბდა სპეციალური პლატფორმები უწყებათაშორისი კოორდინაციის გაუმჯობესებისთვის საქართველოს გარემოს დაცვისადა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან თანამშრომლობით, როგორიცაა სოფლის განვითარების სააგენტოს საკოორდინაციო საბჭოს სატყეო ჯგუფი (FG-IACCRD), მწვანე ეკონომიკის სკოლა, სამუშაო ჯგუფი პარლამენტში; ეროვნული სატყეო პროგრამების (NFP) პლატფორმის მხარდაჭერით, მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) სამუშაო ჯგუფის გარემოსა და ენერგეტიკაში. მიუხედავად COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული გამოწვევებისა, პროექტის გუნდმა შეძლო დიალოგის დაწყება კვლევებსა და ექსპერტულ შეხედულებებზე, რათა უზრუნველყოს პოლიტიკური ყურადღება, სახელმწიფო დაფინანსება და სოფლის განვითარების ძირითადი პროექტებისთვის საქმიანობების ასახვა და შედეგების მდგრადობა. შედეგად, პროექტის ხედვები ასევე ინტეგრირებული იყო ტყის მდგრადი მართვისა და სოფლის განვითარების სხვა ძირითად სტრატეგიულ დოკუმენტებში, როგორიცაა სოფლის განვითარების სტრატეგია (2021-2027), სოფლის განვითარების სამოქმედო გეგმა (2021-2023), მწვანე ბიუჯეტის პროექტი და ახალი ტყის კოდექსი.
- სოფლის ეკონომიკის დივერსიფიკაციის მხარდასაჭერად და ტყის რესურსების მდგრადი გამოყენების შედეგად დასაქმების შესაძლებლობების განვითარების მიზნით, პროექტის გუნდმა შეიმუშავა და მიაწოდა ეროვნულ სატყეო სააგენტოს “სახელმძღვანელო საქართველოში ტურისტულ-რეკრეაციული ტყეების იდენტიფიკაციისა და მართვის შესახებ“. ტყის მართვის ინსტიტუციური მოდელი და ბიზნეს გეგმა განიხილავს ტურისტული რეკრეაციული ტყეების მართვის საკითხს, რომელიც ასევე შემუშავებულია პროექტის მიერ. დოკუმენტი ყურადღებას ამახვილებს ტყის განყოფილების განვითარებაზე, რომელიც პასუხისმგებელია კომერციულ ტყით სარგებლობაზე, რომელიც ახლახან შეიქმნა ეროვნულ სატყეო სააგენტოში ზემოაღნიშნული დოკუმენტების რეკომენდაციის შესაბამისად.
- პროექტის ხელშეწყობით დაარსდა ასოციაცია ტყის პროდუქტი. ასოციაცია აქტიურად იყო ჩართული ტყის რესურსების გამოყენების მარეგულირებელი დადგენილებების განხილვაში, გამოავლინა ნაკლოვანებები და ხარვეზები დოკუმენტებში და, ამით ისარგებლა ასოციაციის ორმოცზე მეტმა წევრმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ტყის სხვადასხვა პროდუქტების წარმოებაში. საანგარიშო პერიოდში ასოციაცია მუშაობდა გარემოს დაცვისადა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან ტყის არამერქნული პროდუქტების გამოყენების სანებართვო ხარჯების შესამცირებლად და ბიუროკრატიული პროცესების გასამარტივებლად, 20 კომპანიის გაკოტრებისგან და 2000 ადამიანის უმუშევრობისგან დასაცავად. ქალები აქტიურად არიან ჩართულნი ტყის არამერქნული პროდუქტების წარმოებაში. კერძოდ, საქართველოს ტყის პროდუქტების ასოციაციის ბენეფიციარებს შორის 1000-ზე მეტი თანამშრომელი ქალია.
- მიწის რეგისტრაციის პრაქტიკაში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით პროექტის ადვოკატირების შედეგად, იუსტიციის მინისტრმა გამოსცა ბრძანება #310, რომლის მიხედვითაც მერიებს ურჩევენ არ გასცენ ქონებრივი მოწმობები ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მართულ ტყეებში მდებარე ტერიტორიებზე ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე. ამის შემდგომ, საანგარიშო პერიოდში, 30 მუნიციპალიტეტს გაეგზავნა ოფიციალური წერილი ტყის მიწების ექსპროპრიაციის შესაჩერებლად და #310 ბრძანების შესაბამისად. გარდა ამისა, პროექტისა და პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული პრესკონფერენციის შემდეგ (მობილიზებული იყო 30 სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაცია), საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტმა ინსტრუქცია მიიღო ყველა მიმდინარე რეგისტრაციის შეჩერებაზე. მოგვიანებით გაუქმდა მიწის რეგისტრაციის გამარტივებული წესი ტყის მართვის ორგანოების თანხმობის გარეშე დავების გამორიცხვით.
- პროექტმა ხელი შეუწყო წყალშემკრები აუზის ინტეგრირებულ მართვას მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციების შემუშავების გზით ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებისა და წყალშემკრები აუზის მართვის უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაუმჯობესების მიზნით. კერძოდ, პროექტმა დახმარება გაუწია საქართველოს მთავრობას სატყეო სექტორში წყალშემკრები აუზის ინტეგრირებული მართვის მექანიზმების შემუშავების საქმეში, რათა შემცირდეს ბუნებრივი კატასტროფების რისკები და გაუმჯობესდეს ადგილობრივი თემების კლიმატის მიმართ მედეგობა. კერძოდ, გარდა სფეროში მარეგულირებელი და ინსტიტუციური ნაკლების და ხარვეზების ანალიზისა და რეკომენდაციების მიწოდებისა, პროექტმა მოამზადა 10 შემთხვევის ანგარიში, რათა წარმოაჩინოს კორელაცია ტყის არამდგრად ჭრასა და სტიქიურ უბედურებებს შორის. შედეგები მიეწოდა ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და გარემოს ეროვნულ სააგენტოს. შედეგად, ინფორმირებულმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მოამზადა წყალდიდობის საგანგებო სიტუაციების მართვის (პრევენციის და მზადყოფნის) შესრულების აუდიტი, რომელიც მოიცავს პროექტის ჯგუფის დასკვნებსა და რეკომენდაციებს. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროექტმა დადებითი გავლენა იქონია ტყის რაიონებში არსებული გეოლოგიური პროცესების მონაცემთა ბაზებში არსებული ხარვეზების შევსებაზე.
- CENN-ის გუნდმა გამოავლინა და მოახდინა საქართველოს ტყეებში არსებული ცხელი წერტილები, სადაც ჭრის შედეგად პოტენციური კატასტროფები მოჰყვება. რუკები ჩართულია საქართველოს ბუნებრივი საფრთხეების ატლასის 2020 წლის განახლებულ ვერსიაში, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია როგორც ბეჭდური, ასევე ციფრული ფორმატით.
- გარდა ამისა, შემუშავებული იქნა კატასტროფების რისკის მართვის ორი გეგმა (DRM) შერჩეული ცხელ წერტილებისთვის (კისისხევისა და ხოდაშენის აუზები) აქტიურ ეროვნულ (სახელმწიფო უწყებები, აკადემიური წრეები, უნივერსიტეტები, არასამთავრობო ორგანიზაციები) დაინტერესებულ მხარეებთან და აშშ-ის სატყეოსამსახურთან თანამშრომლობით.
- პროექტმა მხარი დაუჭირა ბუნებაზე დაფუძნებულ მდგრად ტურიზმს საფეხმავლო ბილიკების მონიშვნისა გზით. აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში ამჟამად მუშავდება საფეხმავლო და სამთო საველოსიპედო ბილიკი, რომელიც აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს. პირველად საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ველო ბილიკი აჭარის მაღალმთიანეთში ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის, ევროკავშირისა და CENN-ის მხარდაჭერით აშენდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან თანამშრომლობით.
განახლებადი
ენერგია
და ენერგოეფექტიანობა
- 2019 წელს პროექტის ჯგუფმა გამოკვეთა ტყეებზე ენერგეტიკული ზეწოლა, როგორც საქართველოში ტყის დეგრადაციის ხელშემწყობი მთავარი ფაქტორი კლიმატის გაუმჯობესების პაკეტში (CAEP). დოკუმენტში გაწერილია შემარბილებელი ზომები სოციალური ჭრის ეტაპობრივი გაუქმების მიზნით, ასევე ზომები ტყით ორგანიზებული სარგებლობის მხარდასაჭერად, ტყის რესურსების არამდგრადი და არაეფექტური გამოყენების პრაქტიკის აღმოფხვრის და ტყის მრავალფუნქციური გამოყენებისა და უწყებათაშორისი კოორდინაციის ხელშეწყობა.
- ტყის კოდექსი, რომელიც საფუძველს უყრის შეშის გადაჭარბებული და უკანონო მოხმარების შემზღუდველ სატყეო სისტემას, გადავიდა განხორციელების ფაზაში. პროექტის აქტიური ჩართულობით დაიწყო სატყეო სექტორის ძირითადი დადგენილებების განხორციელება.
- წარმოდგენილი და განხილული ძირითად დაინტერესებულ მხარეებს შორის ოთხი რეგიონისთვის ენერგეტიკული გეგმა, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების, კვლევის რეკომენდაციების შესაბამისად და მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებების ხელშემწყობი წახალისებით.
- აჭარის მაღალმთიანეთში, ქედის მუნიციპალიტეტში 66 სკოლა მწვანე და ენერგოეფექტურ დაწესებულებებად ჩამოყალიბდნენ. სკოლები ენერგიას მოიხმარენ მზის ენერგიის პანელებით და ამცირებენ მოხმარებას ენერგოეფექტური ღუმელებით. წყლის კოლექტორები ასევე გამოიყენება შეშის მოხმარების შესამცირებლად. ახალი მწვანე ტექნოლოგიების დანერგვასთან ერთად, მოხდება მათი დამატება საჭიროებისამებრ. ინიციატივა განხორციელდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით და აჭარის განათლების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით.
- პროექტი თანამშრომლობს სამთავრობო სატყეო პროგრამასთან („საქმიანი ეზოები“), რომელიც, ტყის კოდექსის მიხედვით, მთლიანად ჩაანაცვლებს სოციალურ ჭრას და შეშის უკანონო ბაზარს. ამ მიზნით, პარტნიორებთან ერთად, მუშაობა გაგრძელდა ფინანსური, ტექნიკური, სოციალური, ეკონომიკური და ბიზნეს მოდელებით. ამ მხრივ მნიშვნელოვანი იყო პროექტის ფარგლებში შექმნილი სახელმძღვანელო დოკუმენტების გამოყენება და შემდგომი განვითარება, როგორიცაა: ტყის მმართველობის ინსტიტუციური მოდელი და ბიზნეს გეგმა (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყო ზემოაღნიშნული დოკუმენტის გაფართოება და გაუმჯობესება დაინტერესებული მხარეების ჩართულობით).
- სოფლის განვითარების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა კერძო სექტორის მხარდაჭერის ფინანსური მექანიზმები. კერძოდ, რეგიონული განვითარების ასოციაციამ (RDA) გამოყო გრანტები და კრედიტები მცხეთა-მთიანეთში მყარი ბიოენერგეტიკული უტილიზაციის პროექტისთვის (ჯამური ბიუჯეტით 2 მილიონი ლარი), რომელიც საანგარიშო პერიოდში მომზადდა და შემუშავდა პროექტთან თანამშრომლობით.
- საქართველოში ენერგიის ალტერნატიული წყაროების განვითარების მხარდასაჭერად, ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან თანამშრომლობით და ჩვენი გუნდის დახმარებით დუშეთის მუნიციპალიტეტში ბოდორნას „საქმიან ეზოში“ მზის ავტონომიური ელექტროსადგური დამონტაჟდა. ელექტროსადგური ხელს უწყობს საქმიანი ეზოს ეფექტურ ფუნქციონირებას, ამცირებს გარემოზე უარყოფით გავლენას და ზოგავს ფინანსურ რესურსებს.
ბიზნეს გარემოს შექმნა ინკლუზიური ეკონომიკისთვის
- ბუნებრივი ციკლებმა უნდა განაგრძონ ფუნქციონირება, რათა თავიდან იქნეს აცილებული უაზრო ნარჩენები და გამოყენებულ იქნეს შემოქმედებითი გარემოსდაცვითი საშუალებები. ამის გათვალისწინებით, საქართველო დგას მწვანე ეკონომიკის გზაზე. ეს პროცესი აგრეთვე მოიცავს ცოდნის პრაქტიკული გაცვლისა და განათლების გადამწყვეტი ფორმების გაძლიერების ინიციატივებს. მწვანე ეკონომიკის სკოლის ინიციატივა და ასოციაცია ტყის პროდუქტი იკვლევენ ადგილობრივი თემების ტყის გამოყენების გზებს და ადგენენ გარემოსდაცვით სტრატეგიებს ტყესთან დაკავშირებული პროდუქტების შესაქმნელად. ისინი ხელს უწყობენ ტყის რესურსების გამოყენების არადესტრუქციულ, ეკონომიკურად მომგებიან მიდგომებს. ინოვაციური პროგრამა – მწვანე ეკონომიკის სკოლა ინიციირებული იყო საპილოტე პროექტების ინოვაციური და პერსპექტიული იდეების გამოსავლენად. სამიზნე რეგიონებიდან 5 სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თემის წევრების, ასევე სახელმწიფო პარტნიორების (გარემოს დაცვისადა სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეროვნული სატყეო სააგენტო) მხარდაჭერის შედეგად შემუშავდა 8 მწვანე ბიზნეს კონცეფცია, რომელიც ფოკუსირებულია ტყის რესურსების მდგრად მოხმარებაზე და ხელს უწყობს ქალთა ჩართულობას (2020).
- პროექტმა წამოიწყო პირველი საპილოტე პროექტი, რომელიც ასახავს არამერქნული ტყის რესურსების მდგრად გამოყენებას, რის შედეგადაც შეიქმნა 60 ახალი სამუშაო ადგილი სოფლად, საიდანაც ახლად დასაქმებულთა 60% ქალია. კერძოდ, CENN-მა მხარი დაუჭირა შპს კავკასიანის მიერ საპილოტე პროექტის კონცეფციის „Freeze Tea“ განხორციელებას. „Freeze Tea“-ს კონცეფციამ და ბიზნეს მოდელმა, რომელიც გულისხმობს მოცვის ახლად გაყინული ჩაის წარმოებას, GITA-საგან დამატებით 100 000 ლარის გრანტი მიიღო. პროექტმა შეიმუშავა ზემოაღნიშნული იდეა და შესაბამისი გეგმა ADA-ს მხარდაჭერილი ინიციატივის – მწვანე ეკონომიკის სკოლის ფარგლებში.
საგანმანათლებლო სისტემების
გაძლიერება
2018 წლის სექტემბრიდან 500-ზე მეტი სკოლა, 70 სახელმწიფო უწყება ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე და 70 არასახელმწიფო დაინტერესებული მხარე (სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაცია და კერძო კომპანია) ჩართულია ცნობიერების ამაღლების კამპანიაში.
ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობის მიზნით, კონკურსის – ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიით დაჯილდოება მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდებს წაახალისებს, მონაწილეობა მიიღონ გარემოსდაცვით და სოციალურ საქმიანობებში და მოახდინონ პოზიტიური ცვლილებები საკუთარ თემებში. ყოველწლიურად, 300-ზე მეტი სკოლა ქვეყნის მასშტაბით ემზადება გახდეს ყველაზე დიდი ცვლილებების შემქმნელი და სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის მამოძრავებელი ძალა გარემოსდაცვითი კონკურსში მონაწილეობით. ახალი თაობა ბუნებაზე დაფუძნებული მიდგომები აზროვნებს. ისინი სწავლობენ და ასწავლიან ბუნების კანონებს, ასუფთავებენ დაბინძურებულ მიწებს, ეხმარებიან ინვალიდებს თავიანთ თემებში და მრავალი სხვა.
გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება
ადგილობრივი თემების, განსაკუთრებით ქალებისა და გოგონების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, სამიზნე რეგიონებიდან იქნა 4 ქალთა საბჭო, ადგილობრივი ინიციატივების /წინადადებების შემუშავებისა და განხორციელებისათვის, რომლებიც წაახალისებდნენ ქალთა და მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობას ტყეების მდგრად მართვასა და სოფლის განვითარებაში.
2021 წლის ნოემბერში დაიწყო ქალთა გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამა სოფლად ქალთა საბჭოებისთვის, პრაქტიკული ტრენინგების პარალელურად პროექტების შედგენაზე, პროექტების შემუშავებასა და მართვაზე, ასევე სათემო ინიციატივებსა და მეთოდოლოგიაზე, კომუნიკაციასა და ადვოკატირებაზე. ტრენინგები დაეხმარა ქალთა საბჭოების წევრებს ადგილობრივი ინიციატივების შემუშავებაში.
2022 წლის იანვარში საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციასთან ხელი მოეწერა კონტრაქტს, სასწავლო სახელმძღვანელოების შემუშავების თაობაზე, რომლებიც ფოკუსირებულია სოფლად მცხოვრები ქალების უნარებზე, შექმნან შემოსავალი ეკოტურიზმზე დაფუძნებული მიდგომებით ტყეების მრავალფუნქციური გამოყენების გზით, ასევე ეკოტურიზმში ჩართული ლაშქრობის გიდებისთვის სასწავლო სახელმძღვანელოს შემუშავების თაობაზე. ადგილობრივი ინიციატივების დასაწყებად მოსამზადებელი სამუშაოები 2022 წლის თებერვალში განხორციელდა.
სამიზნე რეგიონებიდან ოთხი ქალთა საბჭო აღიჭურვა ოპერატიული და ტექნიკური აღჭურვილობით სამიზნე რეგიონებში ბუნებრივი ლიდერების მხარდაჭერის მიზნით.