შევამციროთ პლასტმასით დაბინძურება
ხანგრძლივობა: დეკემბერი 2023 – დეკემბერი 2024
გეოგრაფიული დაფარვა: საქართველო
განმახორციელებლები: CENN
დონორი: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და
ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
პარტნიორი: გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტრო (MEPA)
უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, პლასტმასის წარმოება და იმპორტი საქართველოში საგრძნობლად გაიზარდა და 71%-ს მიაღ წია. განსაკუთრებით გაიზარდა ერთჯერადი მოხმარების პლასტ მასის (SUP) პროდუქციის რაოდენობა: PET გრანულების ზრდამ 122% შეადგინა, ხოლო ერთჯერადი ჭურჭლის – 135%. 2020 წელს, საქართველოში წარმო ებული და იმპორტირებული პლასტმასის პროდუქციის (ძირითადად SUP) დაახლოებით 93% ნარჩენად იქცა, რაც გარემოს დაბინძურების ზრდას უკავშირდება. საქართველოში, სანაპირო ზოლზე დაგროვილი ნარჩენე ბის დაახლოებით 95% და უკანონო ნაგავსაყრელებზე არსებული ნარჩე ნების უმეტესი წილი სწორედ პლასტმასაზე მოდის.
საკითხის მნიშვნელოვნებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას დავასრულოთ პლა სტმასით დაბინძურება და პლასტმასით დაბინძურების აღმოფხვრის ამბიციურ საერთაშორისო კოალიციას შეუერთდა. აღნი შნული ძა ლისხმევა მიზნად ისახავს, 2024 წლის ბოლოსთვის პლასტმასით დაბინძურების წინააღდმეგ გლობალური შეთან ხმების შემუშავებას. აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2016-2030 წლების ნარჩენების მართვის განახლებულ ეროვნულ სტრატეგიასა და 2022-2026 წლების ნარჩენების მართვის ეროვნულ სამოქმედო გეგმაში დაამატა მიზანი 11: პლასტმასის ნა რჩენების მართვა.
პროექტი ეხმარება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პლასტმასის ნარჩენების მართვის ცირკულარული მოდელების შესახებ დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაზრდასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში. აღნიშნული ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობას განახორციელოს რეფორმები ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის მიდგომების დანერგ ვის მიზნით
წრიული
ეკონომიკა და
რესურსეფექტიანობა
პროექტი მხარს უჭერს ინტერსექტორული და სხვადასხვა დაინტერესებული მხარის თანამშრომლობის ფასილიტაციას, გამოცდილების გაზიარებას, გამოწვევებისა და შესაძლებლობების განხილვის და პარტნიორული კავშირების ჩამოყალიბებას ცირკულარული ეკონომიკის გარშემო.
ბიზნესგარემოს შექმნა ინკლუზიური ეკონომიკისთვის
პროექტი ხელს უწყობს ადგილობრივი ბიზნესების მდგრადობას ცირკულარურ მოდელზე გადასვლის გზით კონსულტაციების, ფინანსური დახმარებებისა და საჭირო ბიზნესკავშირების დამყარების საშუალებით.
ადამიანური რესურსის განვითარება
პროექტის ფარგლებში კერძო სექტორისათვის, ორგანიზაციებისა და სკოლებისათვის ტარდება კამპანიების ბიზნესოპერირებასა და ყოველდღიურ საქმიანობაში პლასტმასის ნარჩენების მართვის ცირკულარული პრაქტიკის დასანერგად;
იგეგმება საზაფხულო ბანაკები ახალგაზრდებისათვის ცირკულარული ეკონომიკის, ნარჩენების მართვის და კლიმატის ცვლილების საკითხებზე ცოდნის ამაღლების მიზნით;
საზოგადოებისა და დაინტერესებული მხარეებისათვის იქმნება საგანმანათლებლო მასალები პლასტმასის ნარჩენების მართვის ცირკულარული პრაქტიკის შესახებ;
ეროვნულ დონეზე ტარდება მედიაკამპანიები პლასტმასის მდგრადი მოხმარების პრაქტიკის, ასევე გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე პლასტმასის მოხმარების გავლენის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდის და პლასტმასის მოხმარების შესამცირებლად ცირკულარული მოდელების წახალისების მიზნით.