გურიაში, 14-19 სექტემბერს, ახალგაზრდებისთვის სატრენინგო სესიები დაიწყო. სატრენინგო სესიები მიზნად ისახავს გურიაში მცხოვრები ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას გარემოსდაცვითი, ფემინიზმისა და დემოკრატიული ღირებულებების მიმართულებებით.
სექტემბრის სესიები შეეხო თემებს კლიმატისა და სოფლის მეურნეობის, ნარჩენების მართვისა და დემოკრატიის შესახებ. სესიებს გურიაში მცხოვრები 50-მდე ახალგაზრდა დაესწრო.
ტრენინგების სესიები ტარდება New Democracy Fund-ის მიერ დაფინანსებული პროექტის “დემოკრატიის ქსელი – მომავლის აშენება ხვალინდელი ევროპელი ლიდერებით” მხარდაჭერით.