გაიცანით ბოლტი, ესტონური კომპანია, რომელიც მსოფლიოს 45 ქვეყანაში ოპერირებს, მათ შორის საქართველოშიც. ბოლტი კონკურსის „შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება“ მონაწილეა და მათ არაერთი ნაბიჯი გადადგეს ოფისში ერთჯერადი მოხმარების პლასტმასის შესამცირებლად.
“Bolt-ის მთავარი მისიაა ვაქციოთ ქალაქები ადამიანებისთვის კომფორტულ სივრცედ და შევამციროთ პირადი ავტომობილები უკეთესი გარემოს შესაქმნელად.
ამ მიზნის მისაღწევად, მომხმარებლებს ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო ალტერნატივებს ვთავაზობთ და აქტიურად ვართ ჩართულები სხვადასხვა მწვანე პროექტში როგორც ლოკალური, ისე გლობალური მასშტაბით.
თუმცა გარემოზე ზრუნვა, პირველ რიგში, ოფისიდან და ჩვენი ყოველდღიური საქმიანობიდან იწყება.მდგრადი განვითარების შესახებ თანამშრომლების ცნობიერების ასამაღლებლად წამოვიწყეთ პროექტი, რომელშიც თითოეული თანამშრომელი აქტიურადაა ჩართული. ოფისის ყოველდღიურობაში პლასტმასის ჭურჭელი სრულიად აღმოფხვრილია, ხოლო ნარჩენების დახარისხების მიზნით, განთავსებულია დახარისხების ურნები. მდგრადი განვითარება და მისი ხელშეწყობა მუდმივი პროცესია, შესაბამისად, ჩვენც ვაგრძელებთ ამ კულტურის დანერგვას როგორც ჩვენს სამუშაო სივრცეში, ისე მის გარეთაც.“ ირინე შიხიაშვილი, ადამიანური რესურსების სპეციალისტი.
კონკურსი ორგანიზებულია გერმანიის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის: “ერთჯერადად გამოყენებადი პლასტმასის შემცირება” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, GIZ, Prevent Waste Alliance-ისა და Rare-ის მხარდაჭერით, პროკრედიტ ბანკთან და პარტნიორობით. პროექტის მედია პარტნიორია BMG.
გადადი ბმულზე და გაიგე მეტი.