CENN, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – ‘სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის’ – ფარგლებში, აცხადებს თანამონაწილეობით საგრანტო კონკურსს ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ინოვაციური და საჭიროებებზე ორიენტირებული სოციალური სერვისების შექმნასა და განვითარებაზე.
საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტის მერიების თანამშრომლობას მუნიციპალურ დონეზე არსებული საჭიროებების შესაბამისი ინოვაციური საპილოტე სოციალური მომსახურების შექმნასა და განხორციელებაში.
თანამონაწილეობით საგრანტო კონკურსში განაცხადის შემოტანა შეუძლია კონსორციუმს, რომელიც შედგება მინიმუმ ერთი რეგისტრირებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისაგან და მუნიციპალიტეტის მერიისგან. ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება არ შეუძლია მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ან მხოლოდ მუნიციპალიტეტის მერიებს.
საგრანტო კონკურსში წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა: 2023 წლის 12 ნოემბერი, 18:00 საათი.
საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაიმართება ონლაინ საინფორმაციო სესია 16 ოქტომბერს, 10:00 საათზე.
შეხვედრის ბმული:
https://us06web.zoom.us/j/84102202738?pwd=jCzvAI50p8Haoe4NXBjtbXo5KTbq2d.1
Meeting ID: 841 0220 2738
Passcode: 551983