საქართველოს სამ რეგიონში მცხოვრები მასწავლებელთათვის სამოქალაქო ჩართულობის, მონაწილეობისა და განათლება მდგრადი განვითარებისთვის (ESD) საკითხებზე ტრენინგები მიმდინარეობს.
ტრენინგები CENN-ის ორგანიზებითა და ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, ქვემო-ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში მიმდინარე მასწავლებელთა სამოქალაქო ჩართულობის პროგრამის ნაწილია. პროგრამა მიზნად ისახავს, გაზარდოს რეგიონში მცხოვრები პედაგოგების ჩართულობა სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის მშენებლობაში.
მასწავლებელთა სამოქალაქო ჩართულობის პროგრამა რამდენიმე საფეხურს მოიცავს, მათ შორისაა საჭიროებების კვლევა და მასზე დაფუძნებული ტრენინგმოდულების ჩატარება, ასევე, გაცნობითი შეხვედრები იმ ადამიანებთან, რომლებიც საქართველოს განათლების სისტემასა და მის გამოწვევებს კარგად იცნობენ.
პროგრამის ბოლოს, მოწვეული მენტორების დახმარებით, მონაწილე მასწავლებლები შეიმუშავებენ და განახორციელებენ სათემო ინიციატივებსა და პროექტებს, რომლებიც მიმართული იქნება როგორც მათი მოსწავლეების, ასევე, მთლიანად თემის სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში მონაწილეობის გაზრდაზე.
პროგრამა ორგანიზებულია ამერიკის საელჩოს მიერ მხარდაჭერილი „EduLinks – კავშირების დამყარება განათლების საშუალებით“ პროექტის ფარგლებში.