ლოღანი შვეიცარიელი ქიმიური ინჟინერი და ჯანდაცვისა და უსაფრთხოების ინჟინერია, პროფესიული გამოცდილებით გარემოსდაცვით აუდიტსა და ბუნებრივი რესურსების მენეჯმენტში, ნარჩენების მართვასა და DRR-ში, ისევე როგორც წყლის უსაფრთხოებასა და გარემოზე ზემოქმედების შეფასებებში. ლოღანი 30 წელზე მეტია გარემოსდაცვით სექტორში მოღვაწეობს მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის საქართველოში.
ის საქართველოში პირველად 1993 წელს ჩამოვიდა, 1998 წელს CENN-ის დაარსების დღიდან ჩართულია ორგანიზაციის სტრატეგიულ დაგეგმვასა და მართვაში მრჩეველის პოზიციაზე და წარმოადგენს ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარეს.
CENN მიესალმება ლოღან ნიკოლს, როგორც ორგანიზაციის ახალ დირექტორს და იმ ახალ თანამშრომლობებსა და შესაძლებლობებს, რომლებსაც ის მოუტანს ორგანიზაციას!