16 მაისს, CENN-მა კონკურსის მორიგ შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრის განმავლობაში განხილული იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის ქცევაზე ორიენტირებული კამპანიებისა და ღონისძიებების პროტოტიპის შექმნა, მისი განხორციელება, შეფასება და რეპორტინგი.
„შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება“ 2023 წლის მარტში დაიწყო და მასში არაერთი მსხვილი ბიზნესი, საერთაშორისო და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები და საელჩოები ერთიანდებიან. კონკურსის ფარგლებში, მონაწილე კომპანიები თუ ორგანიზაცები აქტიურად ცდილობენ, მწვანე პოლიტიკის გატარების გზით, შეამცირონ ერთჯერადად მოხმარებადი პლასტმასას გამოყენება.
კონკურსი ორგანიზებულია გერმანიის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის: “ერთჯერადად გამოყენებადი პლასტმასის შემცირება” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, GIZ, Prevent Waste Alliance-ისა და Rare-ის მხარდაჭერით, პროკრედიტ ბანკთან და პარტნიორობით. პროექტის მედია პარტნიორია BMG.