CENN-ის გუნდი ბრიტანულ-ქართულ აკადემიას ესტუმრა და სტუდენტებისთვის სესია ჩაატარა გარემოსდაცვით საკითხებზე სოციო-პოლიტიკურ და ეკონომიკურ ჭრილში. სესიის მიზანი იყო სტუდენტებს გაეგოთ, თუ როგორ კვეთს გარემოსდაცვითი საკითხები ფართო სოციალურ და ეკონომიკურ ტენდენციებს.
სესიის პირველ ნაწილში გაიმართა პრეზენტაცია იმ საქმიანობის შესახებ, რომელსაც CENN გარემოსდაცვითი მიმართულებით ახორციელებს. მათ შორის იყო ორგანიზაციის საქმიანობა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) შესრულების ხელშეწყობისთვის, როგორებიცაა ნახშირბადის ემისიების შემცირება, მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა და ბიომრავალფეროვნების დაცვა. პრეზენტაცია ასევე შეეხო CENN-ის მუშაობას ინდივიდებსა და საზოგადოებაში ქცევის ცვლილების ხელშეწყობისათვის, პოლიტიკის ჩარჩოების გაანალიზებას, რომლებიც შექმნილია გარემოსდაცვითი საკითხების პრიორიტეტიზაციისა და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობისათვის.
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში გარმოს დაცვის როლზე. დისკუსიის საკითხები მოიცავდა სატყეო მეურნეობის გავლენას ადგილობრივ ეკოსისტემებზე და გლობალურ კლიმატის ცვლილებაზე, ენერგიის გაცვლას განახლებად და არაგანახლებად ენერგიის წყაროებს შორის არჩევანს, წრიული ეკონომიკის გზით ნარჩენების შემცირებასა და გადამუშავების სარგებელს ეკონომიკური ზრდისთვის, ასევე, კერძო სექტორის მიერ მდგრადი პრაქტიკის დანეგვას.
საბოლოო ჯამში, სესიაზე სრულყოფილად იქნა მიმოხილული გარემოსდაცვითი საკითხები და მათი გადაკვეთა პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებთან. გარდა ამისა, დისკუსიისას ხაზი გაესვა სხვადასხვა ორგანიზაციის, მათ შორის CENN-ის, როლს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის და მომავალი თაობებისთვის, ჩვენი პლანეტის დაცვისთვის.