ევროკავშირისა და CENN-ის მხარდაჭერით მიმდინარე ინიციატივა გურიის ორ მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობაში კლიმატგონივრული გადაწყვეტების დანერგვის ხელშეწყობის ერთ-ერთ გზად სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონების გაძლიერებას ხედავს.
ქალები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ სოფლის მეურნეობის განვითარებაში. მნიშვნელოვანია ქალების, როგორც ცვლილების აგენტების ინფორმირება კლიმატგონივრულ სოფლის მეურნეობაზე გადასვლის მნიშვნელობასა და მიდგომებზე, რაც შესაძლებლობას მისცემს მათ აწარმოონ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი, მიიღონ მეტი ფინანსური შემოსავალი და შესაბამისად, გაიუმჯობესონ ეკონომიკური მდგომარეობა. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა გურიის რეგიონის ორ მუნიციპალიტეტში 2022 წლის სექტემბრის თვიდან მიმდინარე პროექტი.
პროექტი სხვადასხვა ტიპის სწავლებისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების გზით ახდენდა ფერმერი ქალების ინფორმირებასა და გაძლიერებას კლიმატ გონივრული სოფლის მეურნეობის პრაქტიკების შესახებ.
პროექტის დასკვნითი შეხვედრა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 1 თებერვალს, „ქალთა ოთახში“ გაიმართა. თემატიკიდან გამომდინარე, მაღალი იყო პრეზენტაციაზე დასწრების სურვილი, მათ შორის დიდი იყო ინტერესი მუნიციპალიტეტში მომუშავე მერიისა და საკრებულოს წევრი ქალების მხრიდან.
„როდესაც საგრანტო კონკურსი გამოცხადა გადავწყვიტეთ ყველაზე სენსიტიური თემა და ჯგუფი შეგვერჩია სამუშაოდ. რატომ ქალები? შინამეურნეობაში ჩართული ქალები, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მოყვანით, ოჯახის წევრებსა თუ თემის წევრებზე იღებენ პასუხისმგებლობას. ამასთან, ხშირად, ეს საქმიანობა, ხდება მათი შემოსავლის წყარო. ტრენინგებით, ინფორმაციის მიწოდებითა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით, გვსურდა მათი უნარ-შესაძლებლობების გაძლიერება ამ მიმართულებით, ასევე მათი მოტივირება აქტიურად ჩართულიყვნენ ამ საქმიანობაში,“ თამარ კუპრაძე, პროექტის ხელმძღვანელი.
პროექტის ფარგლებში 15 ბენეფიციარი ქალი დატრენინგდა და მიიღო პრაქტიკული ინფორმაცია კლიმატგონივრულi სოფლის მეურნეობის დანერგვის შესაძლებლობებზე.
პროექტის ერთ-ერთი ბენეფიციარი, ხათუნა ჩხაიძე, მეფუტკრე სოფელი ლესა, ამბობს, საინტერესო ინფორმაციასთან ერთად, პროექტის ფარგლებში შევიძინე მეგობრები და ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებთ ჩვენს პირად გამოცდილებას.
ლალი სიჭინავა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, ამბობს, რომ “მსგავსი პროექტები, ხელს შეუწყობს დასაქმებას და ოჯახების ფინანსურ მდგრადობას.”
შეხვედრის მეორე ნაწილში, პროექტის მონაწილეებსა და სტუმრებს სერთიფიკატებთან ერთად, საჩუქრად გადაეცათ „ფერმერის რვეული“, რომელიც პრაქტიკულ ინფორმაციას და რჩევებს მისცემს მკითხველს კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობს წარმოების მიმართულებით. პუბლიკაცია ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგის, სურსათისა და მცენარეთა დაცვის ცენტრ „ანასეულთან“ მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავდა.
პროექტი განხორციელდა ,,გურიის განვითარების კავშირის“ მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO-CAP): სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შექმნასა და განხორციელებაში, რომელსაც CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან – KRDF, ACU, YPU და RLS-ADA – ერთად ახორციელებს.