CENN, HEKS-EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით, აგრძელებს ადგილობრივი ფერმერების შესაძლებლობების განვითარებას კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის დანერგვისთვის. ამ მიზნით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში კიდევ ერთი მინდვრის დღე გაიმართა.
მინდვრის დღეს 35-მდე ადგილობრივი ფერმერი და პროექტის საგრანტო კონკურსის პოტენციური ბენეფიციარი დაესწრო. მონაწილეები გაეცნენ ბოსტნეული კულტურების ჩითილების წარმოების ტექნოლოგიას, ღია გრუნტში გადარგვის პროცესს და სათბურის კლიმატ-კონტროლის და სარწყავ სისტემებს.
მინდვრის დღე ჩატარდა კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა PRAISE MARNEULI – პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება HEKS-EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ, კომპანია Cartlis-თან თანამშრომლობით. პროექტის მიზანია მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის შემოსავლების შექმნის შესაძლებლობების გაზრდა, გარემოსადმი მეგობრული და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის (CRA) ხელშეწყობის გზით.