ევროკავშირის, New Democracy Fund (NDF)-ისა და Action Aid Denmark-ის მხარდაჭერით, ბულაჩაურის მწვანე ცენტრში სამოქალაქო განათლების ბანაკი გაიმართა.
ბანაკი მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში გარემოს დაცვის, დემოკრატიული ღირებულებებისა და ფემინიზმის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას. აღნიშნულ მიმართულებებზე ბანაკის მონაწილეება გუნდური და ინდივიდუალური აქტივობების, ინტერაქციული სემინარების, დისკუსიებისა და პრაქტიკული აქტივობების გზით იმუშავეს. სასწავლო მოდული დაფუძნებული იყო GLOBAL PLATFORMS-ის სწავლის მეთოდოლოგიაზე.
ბანაკში მონაწილეობა თბილისსა და გურიაში მცხოვრებმა 30-მდე ახალგაზრდამ მიიღო.
ბანაკი გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “მწვანე გურია” და New Democracy Fund-ის მიერ დაფინანსებული პროექტის “დემოკრატიის ქსელი – მომავლის აშენება ხვალინდელი ევროპელი ლიდერებით” თანამშრომლობით.