CENN, New Democracy Fund-ის (NDF) ფინანსური მხარდაჭერითა და Action Aid Denmark-თან თანამშრომლობით, მიმდინარე პროექტის – „ახალი ნარატივები ახალი თაობებისთვის“ აცხადებს მონაწილეების მიღებას „ბუნების ლიდერები – გარემოსდაცვითი ახალგაზრდული ბანაკისთვის“.
ბანაკი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში გარემოს დაცვისა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას, გუნდური და ინდივიდუალური აქტივობების, ინტერაქციული სემინარების, დისკუსიებისა და პრაქტიკული აქტივობების გზით.
სასწავლო მოდული დაფუძნებულია Global Platforms-ის მეთოდოლოგიაზე, რომელიც ეფუძნება ახალგაზრდების აქტიურ მონაწილეობასა და „Action by Doing“ მიდგომას. მონაწილეები თეორიული სწავლებების პარალელურად მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას და რჩევებს.
ბანაკში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ გურიასა და თბილისში მცხოვრებ 14-დან 17 წლამდე ახალგაზრდებს.
ბანაკის დასრულების შემდგომ მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაწევრიანდნენ გლობალური პლატფორმის ქსელში, რომელიც მოიაზრებს სხვადასხვა ტრენინგებსა და ვორქშოფებს. ასევე, ერთობლივ აქტივობებს თბილისსა და გურიაში.
ბანაკის ჩატარების თარიღი: 15 – 18 ივლისი, 2025 წელი, ბულაჩაურის მწვანე ცენტრი.
ბანაკში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა: https://forms.gle/3STaj9sCy5KtKbPTA
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 11 ივლისი, 00:00 საათი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!