გვალვის დინამიკა საქართველოში
საქართველოში გვალვების შედეგად უკვე არაერთი ეკოსისტემა დაზარალდა სხვადასხვა ხარისხით, მაგრამ ხშირად მათი ზემოქმედება არ არის მყისიერად შესამჩნევი ან ადვილად გაზომვადი, რაც ართულებს გვალ ვის ერთი ცალკეული მოვლენით გამოწვეული შესაძლო ზიანის შეფასებას გრძელვადიან პერსპექტივაში. გარდა ამისა, ეკოსისტემებში იზრდება მოწყვლადობა და მკვეთრად მცირდება მედეგობა, როდესაც ისინი განიცდი ან სხვა ბუნებრივი ან ანთროპოგენური ფაქტორების ზეწოლას. ამრიგად, აუცილებელია გვალვის ზემოქმედების ხარისხობრივი თუ რაოდენობრივი შეფასება და გვალვების განმაპირობებელი ანთროპოგენური ფაქტორების იდენტიფიცირება.
ეს კვლევა მიმოიხილავს გვალვის ცნო ბილ ინდექსებს, გვალვის მახასიათებელთა სივრცით თავისებურებებსა და ტენდენციებს, რომლებიც გამოვლინდა სხვადასხვა მიდგომის გამოყენე ბით და გამოქვეყნებულია კვლევით ნაშრომებსა და ანგარიშებში. კვლევა, ასევე, დაფუძნებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს (გეს/NEA) მონაცემებსა და მასალებზე.