კლიმატის ცვლილება: მიზეზები, შედეგები და მათი გადაჭრის გზები
წინამდებარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის, მასწავლებლებისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურს გაიგოს მეტი კლიმატის ცვლილებაზე, ჩვენი პლანეტის წინაშე მდგარ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევაზე.
მკითხველი გაეცნობა კლიმატის ცვლილების მიზეზებს – სათბურის აირებს, წიაღისეული საწვავის წვას, ტყეების გაჩეხას, სოფლის მეურნეობის გავლენას და ნარჩენების მართვის პრობლემებს. დოკუმენტში დეტალურად არის განხილული კლიმატის ცვლილების შედეგები სხვადასხვა სფეროზე: ბუნებრივ გარემოზე და ბიომრავალფეროვნებაზე, სოფლის მეურნეობასა და სასურსათო უსაფრთხოებაზე, წყლის რესურსებზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე, ეკონომიკასა და ინფრასტრუქტურაზე, ასევე ტურიზმსა და ურბანულ ცხოვრებაზე.
პუბლიკაციაში მოცემულია კონკრეტული გადაჭრის გზები – როგორც საზოგადოებრივ (შერბილება და ადაპტაცია), ისე ინდივიდუალურ დონეზე, რომელთა დახმარებითაც თითოეული მკითხველი ყოველდღიურ ცხოვრებაში შეძლებს საკუთარი წვლილი შეიტანოს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში.
მასალა მომზადებულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და დანიის მთავრობის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია CENN და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს UNDP-ის და დანიის მთავრობის შეხედულებებს.





