fbpx

მეწარმეები წალკის მუნიციპალიტეტიდან

მთავარი > Portfolio > ყველა პუბლიკაცია > გარემო და ენერგია > მეწარმეები წალკის მუნიციპალიტეტიდან
მიმდინარე სიახლეები
პროექტები
პუბლიკაციები

ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერილი პროექტი „ეს წალკაა
-ადგილობრივი ლიდერები მდგრადი განვითარებისათვის წალკის მრავალეთნიკურ მუნიციპალიტეტში” 2019-2022 წლებში განხორციელდა CENN-ის მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან – საქართველოს ფერმერთა ასოციაციასა (GFA) და სოფლის განვითარების კვლევითი ინსტიტუტთან (Ifls) – ერთად.
პროექტის მიზანი წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური
ინტეგრაციის გაუმჯობესება, სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფა და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა იყო. პროექტის ამოცანებს წარმოადგენდა წალკის მუნიციპალიტეტში სიღარიბის დონის შემცირება და მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება, მუნიციპალიტეტში არსებული ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრა სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის გაზრდით, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა და კლიმატისადმი მედეგი სოფლის ეკონომიკის მხარდაჭერა.


ცოდნაზე, ინოვაციებსა და ახალ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფით, ბიზნესკავშირების დამყარებითა და სამუშაო ადგილების
შექმნის გზით პროექტმა გააძლიერა საოჯახო მეურნეობები, ხელი შეუწყო
მეწარმეებს თავიანთ საქმიანობაში, ქალებისა და ახალგაზრდების დასაქმებაში
და დაეხმარა სხვა ადგილობრივ ჯგუფებს.