სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროექტის კატალოგი
პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის“ 4 წლის განმავლობაში (2022-2025 წწ.), ევროკავშირის მხარდაჭერით, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რვა მუნიციპალიტეტში ხორციელდებოდა CENN-ის მიერ, განმახორციელებელ პარტნიორ ორგანიზაციებთან – კონსულტაციების და ტრენინგების ცენტრი (CTC), ქვემო ქართლის მედია (KKM) და პირველი ევროპელი (FE) – ერთად.
კატალოგში დეტალურად გაეცნობით ინფორმაციას მიღწეული შედეგების შესახებ.





