თუ ხართ ფერმერი, სპეციალისტი, ან უბრალოდ დაინტერესებული საძოვრების მართვის მდგრადი პრაქტიკებით, ეს რესურსი თქვენთვისაა!
ეს გზამკვლევი გვაწვდის ინფორმაციას ჯანსაღი და პროდუქტიული საძოვრების შენარჩუნების გზების შესახებ, რომელიც სარგებელს მოუტანს როგორც გარემოს, ასევე ადგილობრივ თემებს.
ჩვენ ერთად შეგვიძლია ხელი შევუწყოთ მდგრად და მედეგ სასოფლო-სამეურნეო სისტემებს.
პუბლიკაცია მომზადდა პროექტის „საქართველოში მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN-ის) ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ ფარგლებში, რომელიც ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და დაფინანსებულია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ. პროექტს ახორციელებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), აღმასრულებელი ორგანიზაციაა კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (RECC), პროექტის პარტნიორია CENN.